
მოგეხსენებათ, ალბანეთთან შეხვედრის სტადიონიდან ყურების შესაძლებლობა არ მოგვეცა. ტელეეკრანიდან ყველა დეტალზე დაკვირვება რთულია, ამის მიუხედავად, დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ხვიჩა კვარაცხელიაზე დეტალურად დავწერთ.
ხვიჩა თამაშში თავიდანვე აქტიურად ჩაერთო და მოწინააღმდეგეების
![როგორ ითამაშა კვარაცხელიამ ალბანეთთან - დეტალური ანალიზი ილუსტრაციით [PHOTOS] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/785666c219b1cf61786c6c1aad75357a.jpg)
მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები ბურთს მოედნის ცენტრთან ახლოს ფლობდა, ალბანელები კი საკუთარ მოედანზე მყარად იყვნენ გამაგრებულები, კვარაცხელია გამუდმებით მოძრაობდა, რაც ერთი მხრივ საკუთარი თავის შეთავაზება იყო, ამავდროულად კი ის მცველებისა და ნახევარმცველების დიდ ყურადღებას იქცევდა, რაც სივრცეებს თანაგუნდელებს უხსნიდა.
![როგორ ითამაშა კვარაცხელიამ ალბანეთთან - დეტალური ანალიზი ილუსტრაციით [PHOTOS] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/9b7c51a17c99ed855869a1f2033debd3.jpg)
"კვარას" მწვრთნელისგან ერთ-ერთი დავალება აქვს, მარცხნივ დაცვა მაქსიმალურად უნდა გაწელოს, რაც სივრცეებს ცენტრსა და მარჯვნივ გაგვითავისუფლებს, რასაც შემტევი გამუდმებით აკეთებს და კარგადაც გამოსდის. რამდენად იყენებდა ამას გუნდი პროდუქტიულად, უკვე სხვა საკითხია.
![როგორ ითამაშა კვარაცხელიამ ალბანეთთან - დეტალური ანალიზი ილუსტრაციით [PHOTOS] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/c8d399424b9374ababcaa57545775ac0.jpg)
ქვემოთ მოცემულ სქრინზე კარგად ჩანს, როცა ბურთი საქართველოს ნაკრების "შვიდიანს" უახლოვდება და ის მის მისაღებად მზადაა, ალბანელები როგორ იწყებენ მისი მიმართულებით გადაადგილებას:
![როგორ ითამაშა კვარაცხელიამ ალბანეთთან - დეტალური ანალიზი ილუსტრაციით [PHOTOS] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/3e708e069561ff3548bd35b9f56c9684.jpg)
საქართველოს ნაკრები ჯარიმას მარჯვენა ფლანგიდან ასრულებს, კვარაცხელია კი ცდილობს, ის გააკეთოს, რაც "ნაპოლიში" წარმატებით არაერთხელ გამოსვლია - ე.წ. გადმოვარდნილ ბურთს თავისუფალ მდგომარეობაში დახვდეს და ის კარისკენ დააბრუნოს. ყველა შემთხვევაში, მის მიმართ გაზრდილი ყურადღება გუნდურ ინტერესს ემსახურება.
![როგორ ითამაშა კვარაცხელიამ ალბანეთთან - დეტალური ანალიზი ილუსტრაციით [PHOTOS] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/003748725375cc15090281b4df86524f.jpg)
მომდევნო სქრინი უკვე საქართველოს ნაკრების კუთხურის დროსაა გადაღებული -
![როგორ ითამაშა კვარაცხელიამ ალბანეთთან - დეტალური ანალიზი ილუსტრაციით [PHOTOS] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/d06c3c0ca6b5f6bfe5aef05e173994e7.jpg)
იყო ეპიზოდი, როცა "კვარა" კუთხურის შემდეგ მარჯვენა ფლანგზე აღმოჩნდა და ალბანელები მთლიანად მასზე "გადაწყობას" იწყებენ:
![როგორ ითამაშა კვარაცხელიამ ალბანეთთან - დეტალური ანალიზი ილუსტრაციით [PHOTOS] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/e4cb14b9278a489460bdc0e77d096695.jpg)
მომდევნო ორი ფოტო კარგად გვაჩვენებს, ხვიჩა ერთი შეტევის განმავლობაში როგორ შედიოდა ფლანგიდან ცენტრში და თავისივე დაწყებული იერიშის გაგრძელებას იქ ცდილობდა. მეტოქის მცველებს ამაზე სწრაფი ადაპტირება სჭირდებოდათ - თუკი ფლანგზე ბურთის მიღება დაცვას "შლიდა", შემდეგ უკვე ცენტრში სრული მობილიზება იყო.
![როგორ ითამაშა კვარაცხელიამ ალბანეთთან - დეტალური ანალიზი ილუსტრაციით [PHOTOS] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/46be0e57dab392bbe6f49a3740693f6a.jpg)
![როგორ ითამაშა კვარაცხელიამ ალბანეთთან - დეტალური ანალიზი ილუსტრაციით [PHOTOS] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/1ec3612fcd5593a45c428d33639c70e3.jpg)
პირველ ტაიმში ყველაზე სახიფათო მომენტი მაშინ შევქმენით, როცა ლოჩოშვილმა ბურთი მოიპოვა და ჩაკვეტაძე - კვარაცხელიას კარგი კომბინაცია ვნახეთ. "კვარამ" რამდენიმე მეტოქე არ შეიმჩნია:
![როგორ ითამაშა კვარაცხელიამ ალბანეთთან - დეტალური ანალიზი ილუსტრაციით [PHOTOS] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/0ecee5ab698690559fd3ff59d738af35.jpg)
![როგორ ითამაშა კვარაცხელიამ ალბანეთთან - დეტალური ანალიზი ილუსტრაციით [PHOTOS] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/d7f66e54e2a4e54d66d0a5179e4cd48e.jpg)
იყო ეპიზოდი, როცა "ჯვაროსნების" ლიდერი კართან ყველაზე ახლოს იყო, ბურთისთვის ბრძოლა უშუალოდ მეკარესთან მოუწია.
![როგორ ითამაშა კვარაცხელიამ ალბანეთთან - დეტალური ანალიზი ილუსტრაციით [PHOTOS] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/a52103e6be493ce68d321094f3e76836.jpg)
აქ (ქვემოთ) უკვე გიორგი მიქაუტაძე სარგებლობს "შვიდიანის" ცენტრში შესვლით და მარცხენა ფლანგზე გადადის. კვარაცხელია სწორად მოძრაობს და პასს დასარტყმელ პოზიციაზე ითხოვს:
![როგორ ითამაშა კვარაცხელიამ ალბანეთთან - დეტალური ანალიზი ილუსტრაციით [PHOTOS] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/a31da89c64a55453f165a1b1e8195c3d.jpg)
საქართველოს ნაკრებმა შეხვედრაში ყველაზე სახიფათო და დასამახსოვრებელი მომენტი მაშინ შექმნა, როცა კვარაცხელია ცენტრში შევიდა, რამდენიმე მოწინააღმდეგეს შორის დავითაშვილს მოხდენილი პასი მისცა, მანაც მიქაუტაძე მოძებნა, თუმცა...
![როგორ ითამაშა კვარაცხელიამ ალბანეთთან - დეტალური ანალიზი ილუსტრაციით [PHOTOS] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/9e9713a39058f7b128f5c6cf440563dd.jpg)
ქვემოთ მოცემულ სქრინში კვარაცხელია მეტოქის დაცვას კიდევ ერთხელ "წელავს". პირდაპირ არა, თუმცა ბურთი მასთან მაინც მიდის, ის კი ცენტრში შედის და კარისკენ ურტყამს -
![როგორ ითამაშა კვარაცხელიამ ალბანეთთან - დეტალური ანალიზი ილუსტრაციით [PHOTOS] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/0a6dedbdaf7dd6f278f6499af768c8be.jpg)
ბოლო წუთებში "კვარა" რამდენიმე მერვეს შორის ჯარიმას ოსტატურად მოიპოვებს, რაც თამაშის გადარჩენის, ფაქტობრივად, ბოლო შანსი იყო.
![როგორ ითამაშა კვარაცხელიამ ალბანეთთან - დეტალური ანალიზი ილუსტრაციით [PHOTOS] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/75a6034591cc7cc93b9604170e4ab318.jpg)
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ნოემბერში ორი მატჩი აქვს, "ერთა ლიგის" "ბ" დივიზიონის ჯგუფის მოგების შანსი კი ჯერ არ დაუკარგავს.
რა (და რატომ) არ იცვლება საქართველოს ნაკრებში? - წარმატებამ თავბრუ არ უნდა დაგვახვიოს!..