
აღნიშნულია, რომ ფეხბურთელი ბრეტონულ ცაში გაფრინდა, ბურთი მაღალ სიმაღლეზე დაიმორჩილა, სურათი სოციალურ ქსელებში გავრცელდა და ქომაგების დიდი მოწონება დაიმსახურა. რამდენიმე მომხმარებელმა დაწერა, რომ ეს ბუნდესლიგის ლოგოს ჰგავს, მაგრამ უფრო შთამბეჭდავია.
![Le Parisien: სიგიჟე - "კვარა" ბრეტონულ ცაში გაფრინდა [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/ec0ef915bccc022c9c07eff4a4428e90.jpg)
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ხვიჩამ „ლივერპულს“ შესანიშნავი გოლი გაუტანა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, თუმცა ფანებს უკვე შეაყვარა თავი. ფოტო ლიგა 1-ის საიტზე წარწერით გამოქვეყნდა: „კვარას“ ყველაზე საკულტო
სურათი“.
რა თქმა უნდა, კვარაცხელიას თამაშს ნეაპოლური მედიაც გამოეხმაურა და აღნიშნეს, რომ მათი გუნდის ყოფილი ფეხბურთელი პარიზელ გულშემატკივრებს შორის ძალიან პოპულარულია.
ლუის ენრიკე: მოგატყუეთ - "კვარა" სულ უფრო და უფრო უკეთ თამაშობს