სანიოლი: ვერ შევეგუები იმას, რომ გუნდის პროგრესი შეფერხდეს

AutoSharing Option
ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში ჩეხეთთან 1:2 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ასეთი შეხვედრის შემდეგ ვფიქრობ, პრობლემა არა ტაქტიკაში, არამედ იმაში იყო, რომ ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ. ტაქტიკური ცვლილებების შემდეგ გუნდი უკეთ ათამაშდა, მაგრამ როცა ორბურთიანი სხვაობით მარცხდები, ამ დონის გუნდთან თამაშის შემოტრიალება რთულია.

მარტში პლეი-აუტის თამაში მოგვიწევს, B ლიგაში უნდა დავრჩეთ. რა თქმა უნდა, როცა აგებ, რაღაც უნდა შეცვალო. არ მინდოდა შესვენებამდე მოცდა. ზურიკო თამაშში კარგად ჩაერთო, ინტენსივობა შეგვძინა. ვერ შევეგუები იმას,
რომ გუნდის პროგრესი შეფერხდეს, მარტში ძლიერები უნდა დავბრუნდეთ.

ოქტომბერსა და ნოემბერში შეხვედრებში ცუდი სტარტი ჩვენი პრობლემა იყო. ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. გასახდელში ვისაუბრეთ, რომ უამრავი დეტალია, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ".

მკითხველის კომენტარები / 53 /
კაშია რატომ გვყავს ხელშეუხებელი ვერგავიგე, ამ ეტაპზე გველესიანი უფრო სანდოა დაცვაში. კაშიას მართლა დიდი მადლობა დიდი დამსახურება აქვს მაგრამ ასაკს ვერ გავექცევით, საშინლად შენელდა და დროა თვითონვე მოიფიქროს წასვლა მიეცით შანსი პერსპექტიულ ახალგაზრდებს იქნებ რეკლამა მაიმც გაუკეთდეთ და წაიყვანოს ვინმემ ევროპაში.
ემიგრანტი
12:37 20-11-2024
0
სანიოლის გაშვების მომხრე ვიყავი თავიდანვე, არ მომეწონა არც მისი ტაქტიკა და არც მეორე ნომრად თამაში. ევროს მერეც მომხრე ვიყავი გაშვვების, ვერ გადავხარშე ჩვენს კარში 35 -ჯერ დარტყმული ბურთი ერთ თამაშში. ამას გუნდი უკვე აღარ ქვია. დავაცადოთო. კი ბატონო. რა შეიცვალა? 4 თამაშში სიმწრით აღებული ქულა უკრაინასთან და სასწრაფოდ გახანგრძლივებული კონტრაქტი. კვლავ ვამბობ: მარტის ფლეი-აუტამდე ახალი მწვრთნელია საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში ძირითად შესარჩევში უარეს შედეგს მივიღებთ. იქ შეიძლება 2 თამაშიც ვერ მოვიგოთ. არ დამიწყოთ ეხლა ფული არა გვაქვს კარგი მწვრთნელის ჩამოსაყვანადო. (მართლაც რომ სასაცილოა ეს უსუსური არგუმენტი). 12 წელი ფულის კეთების მეტი რა გააკეთეთ?)))
ექსპერტობაზე არ ვდებ თავს, მხოლოდ ჩემს აზრს მოგახსენებთ
12:32 20-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული