საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა და B ლიგაში დასარჩენად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან 1:2 დამარცხდა.

მატჩი მასპინძელთა შეტევებით და შულცის გოლით დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა იერიშებით უპასუხა, კვარაცხელიას პასი ლოჩოშვილმა მიიღო, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი მეკარე კოვარჟმა მოიგერია. შემდეგ ხვიჩას ჩაწოდებული ბურთი მეტოქის მცველს საჯარიმოში ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. 24-ე წუთზე კი გლოჟეკმა თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან გაგვიტანა და ჩვენი გუნდი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ცოტა ხანში ჩეხებს კიდევ მიეცათ შანსი და იაგიელკას გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. მერე მომენტი მიქაუტაძემ ვერ გამოიყენა. ჩვენი
გუნდის მწვრთნელი სანიოლი ვა-ბანკზე წავიდა, გველესიანი დავითაშვილით შეცვალა. 43-ე წუთზე "კვარას" დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

მე-60 წუთზე კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთს მიქაუტაძემ ერთი შეხებით კოლარჟის კარში მიუჩინა ადგილი და ანგარიში შეამცირა. სანიოლმა მაშინვე მოედანზე ჩაკვეტაძის და კიტეიშვილის ნაცვლად ზივზივაძე და მექვაბიშვილი შეიყვანა. შემდეგ კაკაბაძე და მიქაუტაძე გოჩოლეიშვილით და ლობჟანიძით შეცვალა. ზივზივაძეს ორჯერ არ გაატანინა კოლარჟმა. ბოლოს მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, ორჯერ შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, კვარაცხელიამ და კაშიამ ყვითელი ბარათები მიიღეს და მომდევნო შეხვედრის გამოტოვება მოუწევთ. ერთი სიტყვით, წავაგეთ, ჯგუფში მესამე ადგილზე გავედით და B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფში მოგვიწევს ბრძოლა.

პარალელურ დაპირისპირებაში უკრაინამ ტირანაში ალბანეთს 2:1 მოუგო. შედეგად პირველი ადგილი ჩეხეთმა დაიკავა, მეორე უკრაინამ, მესამე საქართველომ, მეოთხე კი - ალბანეთმა.

ოლომოუცი. „ანდრუვი“

ჩეხეთი - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 შულცი (3), 2:0 გლოჟეკი (24), 2:1 მიქაუტაძე (60)

alt"საქართველოს 3:0-ს მოვუგებთ" - ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

altკვარაცხელია: ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ

altდღეს საქართველოს ნაკრებს დიდი მიზანი აქვს - მოგება და ელიტარული დივიზიონი!

მკითხველის კომენტარები / 84 /
რატომ არ თამაშობენ თბილისში დინამოს სტადიონზე?
თბილისში ერთ ადგილას 60 ათასი ადამიანი რომ იკრიბება, ამხანაგ ივანიშვილოვს არითმია და სტენოკარდია ეწყება.
ქ. გ.
12:43 20-11-2024
4
რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის ნაკრების გულშემატკივარი ვიქნები, მაგრამ კრიტიკა აუცილებელია რომ მომავალში სიტუაცია გამოსწორდეს თორემ წარმატებამ ეტყობა თავში ავარდნა იცის და მერე გვიანი იქნება და დავეშვებით იქ სადაც ევროპამდე ვიყავით და მერე ამოძრომას წლები დასჭირდება. აი ავხსნი რა და როგორ: ორი მოგების მერე გუნდი მოიშალა, მოეშვა, ცოტა ამპარტავნობაც წამოვიდა, უკლეს გუნდის ლიდერებმა: ხვიჩამ, ჩაკვემ, ქოჩორამ(ყველა გოლი ლამის მისი შეცდომით გავიდა), სამწუხაროდ მამარდამ(არცერთი გაშვებული გოლი არ იყო აუღებელი), ფაქტია რომ გუნდი ვერ იხსნა ვერცერთხელ.ერთადერთი ფეხბურთელი რომელზეც ცუდს ვერ ვიტყვი არის მიქაუტაძე(მართლა მაღალი დონის თავდამსხმელი). და პლიუს დაირღვა დისციპლინა, აი მაგალითად გუშინ ხვიჩამ გუნდის ლიდერმა უკვე მერამდენედ მიიღო ისეთი ყვითელი რომელიც შეიძლება ისევ ძვირად დაგვიჯდეს. ახლა დასარჩენ ფლეიოფის პირველ შეხვედრაში არ იქნება და თუ ასე გაგრძელდა არ ვარ დარწმუნებული რომ კოსოვოს ან რომელიმე სხვას მოვუგებთ და არ დავქვეითდებით ც დივიხიონში რაც იქნება კატასტროფა და არც კი მინდა დავუშვა ესეთი ვარიანტი, ფაქტია რომ რაღაც ახალია საჭირო. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და აუცილებელია რომ ბიჭებმა და მწვრთნელებმა კარგად გაიაზრონ რომ ყველაფერი წყალში არ ჩაიყაროს.
david
12:41 20-11-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული