საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა და B ლიგაში დასარჩენად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან 1:2 დამარცხდა.

მატჩი მასპინძელთა შეტევებით და შულცის გოლით დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა იერიშებით უპასუხა, კვარაცხელიას პასი ლოჩოშვილმა მიიღო, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი მეკარე კოვარჟმა მოიგერია. შემდეგ ხვიჩას ჩაწოდებული ბურთი მეტოქის მცველს საჯარიმოში ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. 24-ე წუთზე კი გლოჟეკმა თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან გაგვიტანა და ჩვენი გუნდი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ცოტა ხანში ჩეხებს კიდევ მიეცათ შანსი და იაგიელკას გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. მერე მომენტი მიქაუტაძემ ვერ გამოიყენა. ჩვენი
გუნდის მწვრთნელი სანიოლი ვა-ბანკზე წავიდა, გველესიანი დავითაშვილით შეცვალა. 43-ე წუთზე "კვარას" დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

მე-60 წუთზე კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთს მიქაუტაძემ ერთი შეხებით კოლარჟის კარში მიუჩინა ადგილი და ანგარიში შეამცირა. სანიოლმა მაშინვე მოედანზე ჩაკვეტაძის და კიტეიშვილის ნაცვლად ზივზივაძე და მექვაბიშვილი შეიყვანა. შემდეგ კაკაბაძე და მიქაუტაძე გოჩოლეიშვილით და ლობჟანიძით შეცვალა. ზივზივაძეს ორჯერ არ გაატანინა კოლარჟმა. ბოლოს მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, ორჯერ შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, კვარაცხელიამ და კაშიამ ყვითელი ბარათები მიიღეს და მომდევნო შეხვედრის გამოტოვება მოუწევთ. ერთი სიტყვით, წავაგეთ, ჯგუფში მესამე ადგილზე გავედით და B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფში მოგვიწევს ბრძოლა.

პარალელურ დაპირისპირებაში უკრაინამ ტირანაში ალბანეთს 2:1 მოუგო. შედეგად პირველი ადგილი ჩეხეთმა დაიკავა, მეორე უკრაინამ, მესამე საქართველომ, მეოთხე კი - ალბანეთმა.

ოლომოუცი. „ანდრუვი“

ჩეხეთი - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 შულცი (3), 2:0 გლოჟეკი (24), 2:1 მიქაუტაძე (60)

alt"საქართველოს 3:0-ს მოვუგებთ" - ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

altკვარაცხელია: ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ

altდღეს საქართველოს ნაკრებს დიდი მიზანი აქვს - მოგება და ელიტარული დივიზიონი!

მკითხველის კომენტარები / 86 /
არავითარი კატასტროფა არ მომხდარა!
ჩეხი მცველის თამაშის ბოლო წუთებზე "არაკაცური" მოქმედება მიქაუტაძის მიმართ, რომ არ ყოფილიყო უფრო გულიანად ვეტყოდი მადლობას ჩეხებს ამ თამაშისთვის, რომელმაც ჩვენი ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს (ნუ მწვრთნელი ალბათ სხვა თემაა...) უნდა დაანახოს რაშია მისი ძალა და რა უნდა გამოასწოროს!
ისე ბუდუს ის გოლი გაეტანა, მერე ვნახავდით ჩეხების "ერთი ადგილის" კანკალს!
თქვენი არ ვიცი, მაგრამ არ მგონია, რომ ჩეხები ან უკრაინელები თავიანთი წამყვანი ფეხბურთელებიანად ჩვენზე რაღაც გამოკვეთილად წინ არიან (ნებისმიერ დროს შეგვიძლია მაგათი დამარცხება - ოღო დ ბაქი-ბუქი არ გვინდა!).
კვარამ რომ გაფრთხილება მიიღო "გმიხარდა" (სწორად გამიგებთ ალბათ!), რადგან კვარას გარეშეც უნდა აეწყოს გუნდი მოგებაზე!
წარმატებები ბიჭებს! და იქნება კიდეც...
თემური
13:15 20-11-2024
0
რატომ არ თამაშობენ თბილისში დინამოს სტადიონზე?
თბილისში ერთ ადგილას 60 ათასი ადამიანი რომ იკრიბება, ამხანაგ ივანიშვილოვს არითმია და სტენოკარდია ეწყება.
ქ. გ.
12:43 20-11-2024
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული