თუ სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ნაკრების კაპიტანი უცნობია, თუმცა სოციალურ ქსელში მისი დამატების ალბათობას აქტიურად განიხილავენ "კაენის" ფანები.
"კაენი" ლიგა 1-ის გუნდია, რომელიც შარშან გადაურჩა გავარდნას - მე-17 ადგილი დაიკავა. გუნდს პატრის გარანდი წვრთნის.
შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავამ "რეიმსში" ორი სეზონი გაატარა, ლიგა 1-ში და ლიგა 2-ში.