france bleu: კვარაცხელიას ასეთი დებიუტი შემდეგი მატჩის მალე ნახვის სურვილს გიჩენს

AutoSharing Option
france bleu-მ პსჟ-ის ახალწვეულის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოაქვეყნა.

„კვარას“ დებიუტი შემდეგი მატჩის ნახვის სურვილს გიჩენს

„რეიმსთან“ ხელიდან გაშვებული გამარჯვებისას (1:1) ჩვენ პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას პირველი საგოლე მოქმედება ვნახეთ, ეს იყო რამდენიმე საინტერესო მომენტი, გუნდის გამოუყენებელი შანსები და მოუთმენელი მოლოდინი იმისა, რომ ის ცოტა კიდევ უფრო გადამწყვეტი კვლავ ვიხილოთ.

კვარაცხელიას მხრიდან დავინახეთ როგორ ცდილობდა რამუშთან, დემბელესთან და ნუნო მენდეშთან გუნდურად თამაშს. და არა მხოლოდ... იღებდა ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, დრიბლინგის შედეგად კარში დარტყმას ცდილობდა, რაც იმას აჩვენებს, რომ „პარკ დე პრენსზე“ პირველივე
წუთიდან თამაშის შიში არ ჰქონდა. დემბელეს საგოლე გადაცემა გაუკეთა, რომელიც ყველაზე რთული არ გახლდათ, თუმცა აჩვენა, რომ სწორი გადაწყვეტილების მიღება ვიწრო სივრცეში შეუძლია, როდესაც დროში ძალიან შეზღუდულია.

ჯერ ყველაფერი იდეალურად ნამდვილად არ იყო. ჩვენ ვიგრძენით (ეს ნორმალურია) პოზიციის შერჩევისას ორიენტირის რეალურად არარსებობა, როდესაც ბურთის ფლობისას პარტნიორისთვის მოძრაობაში პასი უნდა მიეცა. ეს თანდათან მოვა. ხვიჩა ხომ პარიზში 10 დღის წინ ჩამივიდა და თანაგუნდელებთან სავარჯიშოდ და შესათამაშებლად საკმაოდ ცოტა დრო ჰქონდა.

კვარაცხელია უნივერსალური შემტევია, მარცხენა გარემარბია, მაგრამ ლუის ენრიკეს ტაქტიკაში სხვადასხვა პოზიციებზე უნდა შეძლოს მოქმედება. რაც აღსანიშნავია, მატჩის ბოლოს, როდესაც შეცვლაზე ბრედლი ბარკოლა შევიდა, „კვარამ“ ცენტრში გადაიწია და ბარკოლა და დეზირე დუე ფლანგებზე განლაგდნენ. მერე ხანდახან მათთან ადგილებს ცვლიდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ „პარი სენ ჟერმენი“ მასთან ერთად მუდამ ასეთ არაპროგნოზირებადად დარჩება.

და ბოლოს - შაბათის შეხვედრამ სურვილი გამოიწვია, ლიგა 1-ის მორიგი ტური მალე ჩატარდეს, რათა ვნახოთ, უფრო მეტი აგრესიულობით როგორ ითამაშებს ქართველი „ბრესტთან“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა“.

alt"ნაპოლი" მის გარეშეც კარგად გამოიყურება" - "იუვენტუსის" ყოფილი მეკარე კვარაცხელიაზე

alt"მენატრები, ჯადოქარო" - ლუკაკუმ კვარაცხელიას მიმართა [PHOTO]

altკვარაცხელია კართან სახით თუ ზურგით? - პსჟ-ში პირველი მატჩის ანალიზი

მკითხველის კომენტარები / 3 /
ასეთი სურვილი პირადად მე მაქვს უკვე 2,5 წელი: მოუთმენლად ველოდი უმადური "ნაპოლის" ყოველ თამაშს.
იმედია, "პსჟ" მაინც ღირსეულად დააფასებს ხვიჩას, რომელმაც ქართულ ფეხბურთს მეორე სიცოცხლე შესძინა.
ძველი გულშემატკივარი
21:39 27-01-2025
1
კიდევ უკეთესად ითამაშებს!
ზუსტი შეფასებაა
21:14 27-01-2025
1

სიახლეები პოპულარული