- როგორია სადებიუტო მატჩში თქვენი პირველი შთაბეჭდილებები?
- შესანიშნავ გულშმატკივრებთან და გუნდთან ერთად ყოფნით ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ.
- მოედანზე თავს როგორ გრძნობდით?
- თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. რთული შეხვედრა იყო, მაგრამ ვფიქრობ, მომენტები გვქონდა, გოლები უნდა გაგვეტანა და ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ. შედეგი ამით აიხსნება.
- პირველ და მეორე ტაიმებს შორის თქვენს თამაშში განსხვავება შევნიშნეთ. გვეთანხმებით?
- არ ვიცი, ვნახავ მატჩს და ანალიზს გავაკეთებ!
- ეს პსჟ-ში თქვენი პირველი
- ძალიან ბედნიერი ვარ, ვამაყობ იმით, რომ გადამწყვეტი პასი გავაკეთე. უბრალოდ, ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი, რადგან ჩემს სადებიუტო დაპირისპირებაში უნდა გაგვემარჯვა. მგონია, ბევრი მუშაობა გვჭირდება.
- თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას როგორ აფასებთ?
- კარგად. უკვე ერთი თვეა არ მითამაშია და ვფიქრობ, ცოტა ამიტომ გამიჭირდა, მაგრამ აქ მწვრთნელების და პერსონალის დახმარებით ბევრს ვშრომობ. იმისთვის, რათა სათანადო ფორმაში ვიყო, თავდაუზოგავად ვარჯიშს გავაგრძელებ.
- „პარი სენ ჟერმენში“ თქვენი პირველი კვირა როგორი იყო?
- ყველა ძალიან კარგად შემხვდა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. აქ მხოლოდ ვარჯიშზე და მატჩებზე უნდა იფიქრო.
- პსჟ-ის ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლას ოპტიმისტურად უყურებთ?
- რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა! „სიტისთან“ ძალიან კარგად ითამაშეს. გუნდი შესანიშნავი იყო და გამარჯვება დაიმსახურეს. ოთხშაბათს „შტუტგარტთან“ რთული დაპირისპირება იქნება. ჩემპიონთა ლიგაზე ადვილი შეხვედრები არ არის, ამიტომ მზადყოფნაა საჭირო. გუნდის მხარდასაჭერად გერმანიაში წასვლა მინდა. თუ ნება დამრთეს, რა თქმა უნდა, გუნდს გავყვები.
- როგორ ფიქრობთ, თქვენთვის უკეთესი პოზიცია რომელია?
- ჩემი აზრით, შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია ვითამაშო. ამას ხელს გუნდში როტაცია უწყობს, რაც ძალიან კარგია, როდესაც თავისუფლება გენიჭება და მეტოქის კართან ახლოს მოქმედების საშუალება გაქვს. გუნდს აქვს ტაქტიკა და ის უნდა გააკეთო, რასაც მწვრთნელი დაგავალებს.
როგორ ითამაშა კვარაცხელიამ? - რა არ შეცვლილა იტალიიდან საფრანგეთში და სადაა მისი ადგილი...