transfermerkez.com: ჯაბა კანკავას ორი თურქული კლუბი ელაპარაკება

AutoSharing Option
transfermerkez.com-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ორ თურქულ კლუბს აინტერესებს - "გენჩლერბირლიგისა" და "სივასპორს".

წყაროს ცნობით, ორივე კლუბი აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს ქართველ ფეხბურთელთან, რომელიც თავისუფალი აგენტია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ ჯაბა კანკავამ ფრანგულ "რეიმსთან" ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა კონტრაქტი.

ცოტა ხნის წინათ გავრცელდა ცნობა, რომ ნაკრების კაპიტანი ფრანგული ლიგა 1-ის "კაენს" აინტერესებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს ჯაბა მოედანზე,
irakli
03 აგვისტო 2017 09:52
0
რა არ გინახავთ, !!!!! მოედანზე დააკვირდით მარტო ჯაბას და ნახავთ თუ რამდენ სამუშაოს ასრულებს.
irakli
03 აგვისტო 2017 09:51
0
ნოიერის კარში გოლი?!
Batistuta
03 აგვისტო 2017 04:00
1
მე, ამ ადამიანის ნათამაშევი ფეხბურთი არ მინახავს.
//////
03 აგვისტო 2017 00:49
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული