გიორგი ლორია "კრილია სოვეტოვში" დაბრუნდა

AutoSharing Option
უკვე გაუწყეთ, რომ ხელზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ საქართველოს ნაკრებისა და სამარის "კრილია სოვეტოვის" გოლკიპერი გიორგი ლორია რეაბილიტაციას მიუნხენში გადიოდა. მისი კლუბის საიტის ცნობით, 31 წლის ქართველი მეკარე უკვე გუნდშია და აღდგენით პროცესს ადგილზე დაასრულებს.

გასულ სეზონში მან რუსეთის ჩემპიონატის 25 მატჩში 33 გოლი გაუშვა, კონტრაქტი უკვე დაუსრულდა და "კრილიაში" დარჩენა-არდარჩენის საკითხი კლუბის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია. როგორც თავად აცხადებს, მიუხედავად გუნდის ქვედა დივიზიონში გავარდნისა, ნავსაყუდელის გამოცვლას არ აპირებს.

ლორია ძალიან ემადლიერება ადგილობრივ ქომაგებს, რომლებმაც მძიმე ვითარებაში ჩავარდნილი გუნდი არ მიატოვეს და კვლავაც
ერთგულად გულშემატკივრობენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლორია ვის რაში ჭირდება.დაბრუნდეს საქართველოში და ითამაშოს ხობში ან ფოთში.იქაც თუ მოხვდა სასტარტოში.
გუჯა
13:03 10-08-2017
0
თუ არ ცვლით ჯიუტად დიზაინს,დაალაგეთ მაინც.გადაიხადეთ ფული და მოიძებნება მაგის ხალხი,ნუ აგინებინებთ ხალხს თავს
vax-vax
17:27 09-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული