"ორენბურგის" ფანები თემურ ქეცბაიას გაშვებას ითხოვენ

AutoSharing Option
რუსეთის პირველ დივიზიონში მოთამაშე "ორენაბურგის" მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას კლუბის გულშემატკივრები აკრიტიკებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ამის შესახებ საიტი ural56.ru იუწყება.

ჩემპიონატის ბოლო, მე-8 ტურის შეხვედრაში "ორენბურგი" სტუმრად "ყუბანთან" 1:4 განადგურდა, სატურნირო ცხრილში კი მე-13 ადგილზეა. კრასნოდარში ჩატარებული თამაშის შემდეგ ფანებმა სოციალურ ქსელებში ქეცბაიაზე ნამდვილი იერიში მიიტანეს. მათი აზრით, ქართველი სპეციალისტის ხელში გუნდის თამაში ვერ დალაგდება, მორღვეულია დაცვა, შემადგენლობაში რეგულარული ექსპერიმენტები კი უშედეგოა. გულშემატკივრები მწვრთნელთან ერთად ფეხბურთელებსაც აკრიტიკებენ, რომლებსაც, მათი თქმით, აგრესია და ჟინი აკლიათ.

- თემურ ქეცბაია: ვერაფრით ამიხსნია, ასე
როგორ უნდა წააგო, გაუშვა ასეთი გოლები


ორენბურგელები აცხადებენ, რომ ასეთი შედეგებითა და თამაშით სეზონის წინ დასახული მიზნის მიღწევა - პრემიერლიგაში აღზევება, შეუძლებელია და კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.

წყაროს ცნობით, გულშემატკივრების სურვილის მიუხედავად, "ორენბურგის" ხელმძღვანელობა თემურ ქეცბაიას დათხოვნის საკითხს არ განიხილავს, ოფიციალური კომენტარისგან კი თავს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის ქართველმა სპეციალისტმა გუნდი სეზონის წინ ჩაიბარა და მიზნად პრემიერლიგაში დაბრუნება დაისახა. მას ასისტენტობას სოსო ჭედია უწევს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვერ ჰედავტ გუნდი სპეცალურატ აგემს ტამასჰებს,მაგალიტი ,სჰელსი მოურინიოს,ლესტერი რანერიეს,ასე რომ პრობლემაა ორენბურგის პეხბურტელების....
otar
17 აგვისტო 2017 04:30
0
ეს სადაც მივიდა ყველგან ერთ თვეში გამოაბუნძულეს.
მარტო საქართველოს ნაკრებში ღუნავდა ფულს 3 წელი და ბევრი ბედოვლათი დღემდე მისტირის ამ არ შემდგარ მწვრთნელს
lashamax
15 აგვისტო 2017 17:53
0
kviprosis sharshandeli chempionatis qveda eqvseulis tamashebs gadaxede da sheurawyofebis miyenebas tavi daanabe, mikvirs administracia ratom aqveynebs aset werilebs?
soskas
15 აგვისტო 2017 16:40
2
ორენბურგი უფრო რომ გიყვარს ვიდრე გორი, აი მაგიტომაც.
გორელო ჯემალავ
15 აგვისტო 2017 16:55
0
უუჰ მაგარი დუეტია თამაშების ჩაწყობისთვის
kako
15 აგვისტო 2017 15:06
0
და სწორიც არიან, ორენბურგი კვიპროსი არაა სადაც ყოველი ტამაში გამაზულია
sos
15 აგვისტო 2017 15:04
2
თუ იმაზება რუსეთში იმაზება რუსეთივ, არც ისეთი დებილი ჩანხარ მაგი რომ არ იცოდე.
SOSKAS
15 აგვისტო 2017 15:49
2
მთავარია ჭედია მანდ ყოლია! მაგან იმდენი მოახერხა ზუგდიდში, რომ ჯერ ოდიში გააგდო, მერე ზუგდიდიც მიაყოლა! აი ტრენერი ძმაო!
andro
15 აგვისტო 2017 14:50
0
მიდი თემო ... მაგათი......D
jm
15 აგვისტო 2017 14:16
1
zogadad cnobili qartveli fexburtelebidan mwvrtnelad veravin ivarga, savaraudod qecbaias male gaushveben da shemdeg albat romelime qartul gunds chaudgeba sataveshi.)
obieqturi
15 აგვისტო 2017 15:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული