ჩემპიონატის ბოლო, მე-8 ტურის შეხვედრაში "ორენბურგი" სტუმრად "ყუბანთან" 1:4 განადგურდა, სატურნირო ცხრილში კი მე-13 ადგილზეა. კრასნოდარში ჩატარებული თამაშის შემდეგ ფანებმა სოციალურ ქსელებში ქეცბაიაზე ნამდვილი იერიში მიიტანეს. მათი აზრით, ქართველი სპეციალისტის ხელში გუნდის თამაში ვერ დალაგდება, მორღვეულია დაცვა, შემადგენლობაში რეგულარული ექსპერიმენტები კი უშედეგოა. გულშემატკივრები მწვრთნელთან ერთად ფეხბურთელებსაც აკრიტიკებენ, რომლებსაც, მათი თქმით, აგრესია და ჟინი აკლიათ.
- თემურ ქეცბაია: ვერაფრით ამიხსნია, ასე
ორენბურგელები აცხადებენ, რომ ასეთი შედეგებითა და თამაშით სეზონის წინ დასახული მიზნის მიღწევა - პრემიერლიგაში აღზევება, შეუძლებელია და კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.
წყაროს ცნობით, გულშემატკივრების სურვილის მიუხედავად, "ორენბურგის" ხელმძღვანელობა თემურ ქეცბაიას დათხოვნის საკითხს არ განიხილავს, ოფიციალური კომენტარისგან კი თავს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ 49 წლის ქართველმა სპეციალისტმა გუნდი სეზონის წინ ჩაიბარა და მიზნად პრემიერლიგაში დაბრუნება დაისახა. მას ასისტენტობას სოსო ჭედია უწევს.
მარტო საქართველოს ნაკრებში ღუნავდა ფულს 3 წელი და ბევრი ბედოვლათი დღემდე მისტირის ამ არ შემდგარ მწვრთნელს