ბექა ვაჩიბერაძე: "ბეტისი B"-ში თავიდანვე არ ამეწყო ურთიერთობა...

AutoSharing Option
უკრაინის მოქალაქე და ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების წევრი ბექა ვაჩიბერაძე ესპანურ "ბეტისს" ამ ზაფხულს დაშორდა.

21 წლის ფეხბურთელი ესპანეთში დონეცკის "შახტარიდან" 2015 წლის ზაფხულში გადაბარგდა, მაგრამ ორი სეზონი ისე გაატარა, მისი დებიუტი ძირითად გუნდში ვერაფრით შედგა. ბექამ "ბეტისი B"-ს რიგებშიც სულ რაღაც 11 მატჩი ჩაატარა...

თბილისში მყოფმა ფეხბურთელმა უკრაინულ მედიას ინტერვიუ მისცა.

- ბექა, ახლა საქართველოში ხარ?
- დიახ, შინ დავბრუნდი, თბილისში. ბოლო წლებში ამას იშვიათად ვახერხებდი. შესაბამისად, ამჟამად ვისვენებ და რა თქმა უნდა, ფორმის შენარჩუნებაზეც ვზრუნავ.

- რა ხდება
ახალი კლუბის მოძიებასთან დაკავშირებით?

- ამაზე ჩემი აგენტი ზრუნავს. არის რამდენიმე კლუბი, რომლებთანაც ამჟამად ვთათბირობთ.

- ფორმას ვისთან ერთად ინარჩუნებთ?
- ძირითადად, ამაზე ინდივიდუალურად ვზრუნავ. ზოგჯერ ნაცნობებშიც ვთამაშობ ფეხბურთს.

- კვლავ არ აპირებ უკრაინული ვარიანტების განხილვას?
- ჩემს გეგმებში არაფერი შეცვლილა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ევროპულ ჩემპიონატში ვითამაშო.

- "ბეტისში" ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდი. რატომ ვერ მოხერხდა შენი ერთი საფეხურით მაღლა დაწინაურება?
- ცნობისთვის, მე კონტრაქტი პირველ გუნდთან გავაფორმე, მაგრამ თავიდან არაევროკავშირის ქვეყნების ფეხბურთელების გადარჩევა მოხდა, მე კი ადაპტაციისთვის ახალგაზრდულ გუნდში გამიშვეს. ამასთან, პირველივე დღიდან არ ამეწყო ურთიერთობა პედრო ბუენოვენტურასთან, რომელიც "ბეტისის" ახალგაზრდულში მუშაობდა.

საერთოდაც, კლუბში ბოლო წლინახევრის განმავლობაში ხუთი მწვრთნელი და სამი სპორტული დირექტორი შეიცვალა. ყოველ მათგანს თავისი ხალხი მოჰყავდა. თავადაც ხვდებით, ასეთ ვითარებაში პროგრესირება ძნელია.

- უთამაშებლობა არ შეგიშლის ხელს, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს მზადყოფნაში რომ შეხვდე?
- ყოველდღე ვმუშაობ. თამაშებამდე შეკრება იქნება. ასე რომ, იმედია, გავქაჩავ. აი, როდესაც ახალ კლუბში გადავალ, ფორმაში შესვლა კიდევ უფრო გამიადვილდება. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება.

- უკრაინის ეროვნულ გუნდზე გიჭირავს თვალი?
- რა თქმა უნდა. გუნდს არცთუ ურიგო შანსი აქვს, მოხვდეს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე. გამარჯვებებია საჭირო.

- ალბათ, საქართველოს ნაკრებზეც ყველაფერი გეცოდინება. მუნდიალზე მოხვედრის შანსი მინიმალურია. რატომაა, რომ ქართველებმა ერთხელაც ვერ მოახერხეს მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა?
- საქართველოში ფეხბურთი ახლებურად ვითარდება, მაგრამ საამისოდ დრო არის საჭირო. აქ არიან საინტერესო მოთამაშეები და ამიტომ ვფიქრობ, რომ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რტო წერთ ამაზე ვაფშე? უკრანაში კი არა იმის იქით წასულა!
დინამო
17 აგვისტო 2017 12:14
1
რო შევეშვათ ამ ფეხბურთელს არ შეიძლება? გაუმარჯოს მის გზაზე, მარა შვენ ნუ შეგვაწყენთ თავს მაგით!
levani
17 აგვისტო 2017 11:37
1
ეს ისე ითამაშებს მსოფლიოს უკრანიის ნაკრებში მე ნასაში მოვხვდები! საერთოდაც ესეთი არსებებთან ინტერვიუებს ნუ იღებთ, უკრანულ საიტებმა აიღონ ინტერვიუ, სულით და გულით უკრაინელი ყოფილა
დინამო
17 აგვისტო 2017 11:00
1
მეზარბაზნე..აბსოლუტურად მართალი ხარ..დაიწყებენ, რა გინდათ სადაც უკეთაა იქ მიდისო..ჩვენი მამაპაპა ვინც ჩვენთვის ქმნიდა და თავს აკლავდა, ისინი გვახსოვს და ვაქებთ და გამყიდველებს რაღაცატომ ვაგინებთ.. სადაა ლოგიკა? იმათაც ცხოვრება მოიწყვეს..
ასეა ზუსტად და ასე გავს ეს ორი მომენტი ერთმანეთს..
ასე, რომ... წავიდეს თავის გზაზე...ეგ ქართველებში არ უნდა ეწეროს
ყური მიგდე
16 აგვისტო 2017 23:33
1
ასე თუ უნდა უკრაინის ნაკრებში თამაში საქართველოში რაღას ჩამოდის. წავიდეს დონეცკში დაისვენოს
მეზარბაზნე
16 აგვისტო 2017 20:36
1

სიახლეები პოპულარული