სანდრო კობახიძე: "გიოზთეფეში" არ ვჭირდები და ვარჯიშს რა აზრი აქვს?

AutoSharing Option
თურქული "გიოზთეფეს" ქართველი ნახევარმცველი სანდრო კობახიძე უკრაინაში კარგად ახსოვთ. 29 წლის ქართველ ფეხბურთელს "ფუტბოლ 24" თურქულ კლუბში ვითარებასა და უკრაინის ჩემპიონატში დაბრუნების შესაძლებლობაზე ესაუბრა.

სანდრო თურქეთის პირველი ლიგის კლუბში პოლტავის "ვორსკლადან" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადავიდა. ნახევარი წლის განმავლობაში მან 17 მატჩში ითამაშა და "გიოზთეფეს" სუპერლიგაში აღზევებაში დაეხმარა, თუმცა ახალ სეზონში სათამაშო პრაქტიკის გარეშეა.

- თურქულია მედია: სანდრო კობახიძემ "გიოზთეფე" მწვრთნელის გადაწყვეტილებით დატოვა

- სანდრო, რა ხდება შენს გუნდში? რატომ აღარ თამაშობ მას შემდეგ, რაც "გიოზთეფე" თურქეთის სუპერლიგაში აღზევდა?
-
ზაფხულში გუნდში ახალი მწვრთნელი მოვიდა, რომელმაც 15 ტრანსფერი განახორციელა. წარმოიდგინეთ, ამდენი ახალწვეული! ახალი მწვრთნელი თავის გუნდში ჩემს ადგილს ვერ ხედავს. ფეხბურთში ასე ხშირად ხდება. ვერ ვჯდები მწვრთნელის გეგმებში და ამიტომაც მალე შევიცვლი გუნდს.

- მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობთ?
- არ მსურს იმ გუნდში ვარჯიში, სადაც არ ვუნდივარ. რა აზრი აქვს, თუ მაინც არ ვჭირდები. ახლა უფრო დოკუმენტებზე ვმუშაობ, მოლაპარაკებებს ვმართავ კლუბთან, რათა გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დავტოვო.

- და დათანხმდებიან თავისუფალი აგენტის სტატუსით შენ გაშვებას?
- სწორედ ამაზე ვთათბირობ კლუბის ხელმძღვანელობასთან.

- უკრაინის ჩემპიონატს თუ ადევნებ თვალ-ყურს და ხომ არ არის იქ შენი დაბრუნების ვარიანტი?
- დიახ. გუშინ "ვორსკლასა" და "მარიუპოლის" თამაშს ვუყურე. ჩემი ყოფილი კლუბი დამაჯერებლად გამოიყურება და ქულებს აგროვებს. სასიამოვნოა სატურნირო ცხრილის ცქერა.

უკრაინაში დაბრუნებას რაც შეეხება, ამ ქვეყნის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბიდან მაქვს შემოთავაზება. ახლა ყველაფერი მოლაპარაკებების დონეზეა. სანამ "გიოზთეფესთან" კონტრაქტს არ გავწყვეტ, იქამდე ვერ გავამხელ იმ კლუბებს, რომლებიც მიწვევენ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გიოზთეფეც იწუნებს ჩვენი ნაკრების ფეხბურთელს, ამაშია მთელი უბედურება.
სახლში არ ვარგოდა გარეთ გარბოდაო ამაზეა. ჩამოდი და ითამაშე ეროვნულში
afskfs
12:21 23-08-2017
0
არ ვივარჯიშებო ღადაოობთ რას ამბობს ვარჯიშს რაა აზრი აქვსო:D:D:D
zuriko
07:27 23-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული