[ექსკლუზივი] გიორგი ხარაიშვილი გერმანიაში მიდის

AutoSharing Option
ბოლო დროს, "საბურთალო" რამდენიმე საინტერესო ტრანსფერის მონაწილე გახდა. კლუბმა ჯერ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული შემტევი, ბრაზილიელი ვაგნერ გონსალვესი გაუშვა (ერთწლიანი იჯარით ბელგიის პირველი დივიზიონის კლუბ "სერკლ ბრიუგეში" თამაშობს), მერე "საბურთალოდან" ევროპაში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კიდევ ერთი მოთამაშე წავიდა - 18 წლის ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი ესპანურ ლა ლიგაში დაწინაურებულ "ჟირონაში" ჩაირიცხა (ხელშეკრულება 1+1 სისტემით გააფორმა, მაგრამ განათხოვრებით ითამაშებს და თავიდან დუბლშემადგენლობაში ივარჯიშებს), ბოლოს კი მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი, რომელიც კარიერას პრაღის "სლავიაში" გააგრძელებს.

ახლა კი "საბურთალოსა" და, შესაძლოა, ეროვნული ლიგის ერთ-ერთ მთავარ
ტრანსფერზე: ივნისში გავრცელდა ხმები, თითქოს, გიორგი ხარაიშვილის შეძენით ბელგიის ორი საუკეთესო კლუბი - "ანდერლეხტი" და "ბრიუგე", ასევე - ჰოლანდიური "ვიტესი" და "პსვ ეინდჰოვენი" დაინტერესდნენ. დანიური გამოცემების ინფორმაციით კი, ხარაიშვილის შეძენას ამ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი "ბრონდბიუც" ცდილობდა. ალექსანდარ ბურშაცი ამტკიცებდა, რომ ხარაიშვილის მენეჯერი იყო და დანიის ამ პოპულარული კლუბის სპორტულ დირექტორთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

სამი წელია, "საბურთალოს" კაპიტანი ქართულ სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია, მაგრამ 20 წლის ნახევარმცველმა კლუბთან ხელშეკრულება მცირე ხნის წინ გააგრძელა.

ივნისში ხარაიშვილის მიმართ ევროპული კლუბების ინტერესი "საბურთალოს" აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ დაადასტურა, მაგრამ არ უთქვამს, კაპიტანს კონკრეტულად რომელ კლუბში იწვევდნენ.

"ლელოსთვის" კი ცნობილი გახდა, რომ ამჟამად ხარაიშვილის ტრანსფერზე მუშაობა მთავრდება და, შესაძლოა, კონტრაქტზე ხელი აგვისტოს ბოლოს მოეწეროს - დაინტერესებულები არიან ბელგიის, ესპანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის კლუბები.

მაგრამ უფრო რეალური ჩანს ხარაიშვილის გერმანიაში გადასვლა, სადაც მას მეორე ბუნდესლიგის ორი კლუბი სთავაზობს კონტრაქტის გაფორმებას. ჩვენი ცნობით, საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია და უკიდურეს შემთხვევაში, ხარაიშვილი გერმანიაში ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გადავა.

მართალია, "საბურთალოს" ის ძალიან დააკლდება, მაგრამ იმედია, ეროვნული ნაკრები ძლიერ ნახევარმცველს შეიძენს. კლუბს კი საფეხბურთო აკადემია იმიტომაც აქვს, რომ იქიდან შევსება მიიღოს და ახლები დააწინაუროს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
"ხარაიშვილს გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ორი გუნდი აკვირდება, მაგრამ მოლაპარაკებებამდე საქმე არ მისულა. ასე რომ, კონკრეტული ჯერ არაფერი მომხდარა და კლუბების დასახელებასაც მოვერიდებით. ვიცით, რომ 1 სექტემბერს საქართველო-პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრებების თამაშზე ჩამოვლენ სკაუტები, მათ შორის, კონკრეტულად ხარაიშვილის სანახავადაც".
zgapruli qveyana
15:30 24-08-2017
0
რას აბოლებთ ამ ხალხს,მინისტრის დავლებაა?
vaaa
13:54 23-08-2017
0

სიახლეები პოპულარული