ქოჩორაშვილი დაბრუნდა - "ლევანტემ" "ტენერიფეს" სძლია

AutoSharing Option
სეგუნდა დივიზიონის მეთოთხმეტე ტურის გამოტოვებულ მატჩში „ლევანტემ“ გასვლაზე აუტსაიდერ „ტენერიფეს“ 3:0 მოუგო.

ვალენსიური გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა, რომელმაც ტრავმა მოირჩინა, შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: flashscore 7.4, sofascore 6.9.

„ლევანტემ“ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია (სამი ფრე და ერთი წაგება) შეწყვიტა, 35 ქულით მეხუთე ადგილზეა და 12 იანვარს სტუმრად „კადისს“ დაუპირისპირდება.

სანტა კრუზ დე ტენერიფე. „ელიოდორე როდრიგეს ლოპესი“. 11 904 მაყურებელი
ტენერიფე - ლევანტე 0:3
გოლები: 0:1 მორალესი (49), 0:2 ბადია (71, საკ. კარში), 0:3 გარსია (85)
გაძევება: ლუისმი კრუსი (56, ტენერიფე)

ანტემ" "ტენერიფეს" სძლია" style="height: 50px; width: 50px;" />"ტოლისო ან ქოჩორაშვილი" - ვისზე შეაჩერებს არჩევანს თურქული კლუბი?
მკითხველის კომენტარები / 4 /
მესამე გოლი ძალიან ლამაზი გამოვიდა!გარსიამ მარჯვენა ფლანგზე,თითქმის ცენტრში მიიღო ბურთი,სისწრაფეზე მეტოქის საჯარიმიომდე მიიტანა,იქ ჯერ ერთ მცველს გასცდა,საჯარიმოში შევიდა,იქაც გვერდი აუარა მეორე მცველს და ცაციათი,შორეულ, მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში დაარტყა.ბურთი მარჯვენა ძელს,ზუსტად ცხრიანში მოხვდა,კარის ცენტრში,ხაზზე დაეცა და იქიდან ამხტარი,მარცხენა კუთხეში,თითქმის ძელს გაეხახუნა,სუფთა ცხრიანში შევარდა.როგორღაც სიმეტრიული მოძრაობ
ა გააკეთა ბურთმა,კარის ხაზზე.ასეთი გოლი,არ მახსოვს,ვინმეს გაეტანოს!კარგი იქნება,თუ დადებენ!
სოსო
02:48 08-01-2025
1

სიახლეები პოპულარული