შეგახსენებთ, რომ 24 წლის შემტევი ნახევარმცველი გასულ სეზონში დაშავდა - რუსეთის პრემიერლიგის XIX ტურში, მოსკოვის "ლოკომოტივთან" შეხვედრისას, ჯვარედინი იოგები დაუწყდა და მას შემდეგ კარგა ხანს მკურნალობდა. მერე იყო რეაბილიტაცია, მცირე ხნის წინ კი ვარჯიში განაახლა.
ოქრიაშვილი "კრასნოდარში" უკვე მთავარ ჯგუფთან ერთად, სრული დატვირთვებითა და მონდომებით ემზადება და იმედი აქვს, რომ მოედანს სექტემბრის დასაწყისში დაუბრუნდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
არადა მინიმუმ ტოპლიგის საშუალო სიძლიერის კლუბში უნდა თამაშობდე.
წარმატებები