კვირკველიას შეძენა სამ ინგლისურ კლუბს უნდა

AutoSharing Option
ეს ამბავი ვინმეს მონაჭორი არ გეგონოთ, ბრიტანულმა ტაბლოიდმა "სანმა" გაავრცელა. აღნიშნული გამოცემის მტკიცებით, საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის"25 წლის ცენტრბეკის საბა კვირკველიას სამსახურით პრემიერლიგის სამი გუნდი "კრისტალ პალასი", "ლესტერ სიტი" და "ვესტ ბრომვიჩი" არიან დაინტერესებულნი, სამივეს სასწრაფოდ ცენტრალური მცველი სჭირდება და ამ საკითხის მოგვარებას სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ანუ 1 სექტემბრამდე აპირებენ.

ივლისში "ლოკომოტივის" საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული კვირკველიას თამაში ძალიან მოწონებიათ ინგლისელებს. მისი ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 18 მილიონი ფუნტია.
მკითხველის კომენტარები / 7 /
18 მილიონად რკინიგზელები პრავადნიცასაც გააყოლებენ, ზამთარში გადასვლა უწინასწარმეტყველე და ასწრებენ? მგონი ვერცერთ ვარიანტში ვერ მოასწრებენ,
ინგლისის დასაქმების სამსახური ჩვენი იუსტიციის სახლივით ვერ მუშაობს.
გიორგი
20:48 30-08-2017
0
მხოლოდ პრემიერლიგაში თამაში რა პერსპექტივააო.
გამაგიჟებს ეს ხალხი
პრემიერლიგა მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა
იქ თამაშობენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები
პრემიერლიგაში თამაში დიდი გამოცდილება და პრესტიჟია
თედო
07:11 31-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული