გიორგი ჩაკვეტაძე: გენტის დუბლებში კი არა, მთავარ გუნდში ვიქნები!

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძე 29 აგვისტოს 18 წლისა შეიქნა და სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი პროფესიული კონტრაქტის გაფორმება, რადგან, როგორც არასრულწლოვან არაევროკავშირელს, ევროკავშირის წევრი ქვეყნის კლუბთან ამის უფლება არ ჰქონდა. ახლა კი ყველაფერი გარკვეულია - თბილისის "დინამოს" პლეიმეიკერი კარიერას ბელგიურ "გენტში" გააგრძელებს.

"თბილისის "დინამო" და "გენტი" ყველა დეტალზე შეთანხმდნენ, კონტრაქტი უკვე გავაფორმე და ბელგიურ კლუბში 3 წლის ვადით ვითამაშებ", - გვითხრა ჩაკვეტაძემ.

თავდაპირველად, მან უარყო ინფორმაცია, თითქოს სათამაშო პრაქტიკისთვის ბელგიელები "დინამოში" დროებით დატოვებას და ზამთარში გადაყვანას უპირებდნენ:

"ასე არ იქნება. ახლა საქართველოს
ახალგაზრდულ ნაკრებში ვარ გამოძახებული და ბელგიაში პოლონეთთან მატჩის შემდეგ გავემგზავრები...

"გენტის" დუბლებში? არა, დუბლებზე არ ყოფილა ლაპარაკი, თავიდანვე მთავარ გუნდში ვივარჯიშებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
სხვა გზა არ არის, ჩვენი ახალგაზრდების განვითარებისთვის ევროპა უკეთესია, მთავარია თვითონ არ შეწყვიტონ განვითარება როგორც უმრავლესობას გაუკეთებია! გიო წარმატებები უდუესი პოტენციალი გაქვს და თუ შრომას არ დაიზარებ დიდ ფეხბურთს ითამაშებ!
dato
15:40 31-08-2017
0
თუ გგონიათ რო დინამოს არასწორი პოლიტიკააქ ცდებით ესე ჰარი ჰარალოზე ლაპარაკობთ და არ შეილება ასე სწორედ ესაა ის პოლიტიკა რაც დროთა განმავლობაში შედეგს მოგვცემს ამაზე დიალოგი შორს წაგვიყვანს ჯობბია თავად დაფიქრდეთ
lashari
15:33 31-08-2017
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული