სანდრო კობახიძემ "გიოზთეფე" დატოვა

AutoSharing Option
"გიოზთეფეს" საიტი იტყობინება, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე 29 წლის ქართველ ნახევარმცველ სანდრო კობახიძეს 2018 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი გაუწყვიტეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი აგენტი გახდა და უპრობლემოდ შეუძლია სხვა გუნდში გადასვლა.

თან, მას სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ შეუძლია ნებისმიერ კლუბთან ხელშეკრულების გაფორმება. სავარაუდოდ, სანდრო უკრაინაში დაბრუნდება.

კობახიძე უკრაინაში 2008 წელს თბილისის "დინამოდან" გადაბარგდა. იცავდა დნიპროპეტროვსკის "დნიპროს", კრივოი როგის "კრივბასის", კიევის "არსენალის", ლუცკის "ვოლინის" და პოლტავის "ვორსკლას" ღირსებას.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოვიდეს დინამო თბილოსში.სად მიდის რო მიდის,უკფაინა არა არ ჯობდეს ეხლა ეროვნულ ლიგას რამით
ბაჩო გ
14:10 31-08-2017
0

სიახლეები პოპულარული