გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში" 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ჩაკვეტაძე ლაშა ჯაკობიასა და გოგა გახოკიძესთან ერთად
თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიაში 2 სექტემბერს, გვიან ღამით გაემგზავრა და უკვე "გენტთან" ერთად ვარჯიშობს. ეს ინფორმაცია გუშინ მისი ოჯახის წევრებმა დაგვიდასტურეს. 18 წლის ჩაკვეტაძე ბელგიაში გოგა გახოკიძესა და ლაშა ჯაკობიასთან ერთად გაემგზავრა.

რამდენიმე დღის წინ მან თქვა, მთავარ გუნდში ივარჯიშებდა და არა - დუბლშემადგენლობაში. ასეც მოხდა - ის 3 სექტემბერს ჩავიდა გენტში, მეორე დღეს ახალ კლუბში გამოცხადდა, თანაგუნდელებს წარუდგინეს და მას შემდეგ უკვე სამი დღეა, რაც "გენტთან" ერთად
ვარჯიშობს.

"გენტის" თავკაცები ჭაბუკი ქართველის წარდგენას უახლოეს დღეებში გეგმავენ. ცხადია, ჩაკვეტაძეს მუდმივნომრიანი მაისურაც ამ წარდგენისას გადაეცემა. მაგრამ, როგორც "ლელოსთვის" ცნობილი გახდა, გიორგიმ "გენტის" ხელმძღვანელობასთან უკვე შეათანხმა, რომ ახალ გუნდში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ეს კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ქართველის მიმართ ბელგიელების გამორჩეულ დამოკიდებულებას ასახავს: ასეთ ნომერს მხოლოდ მასზე გასცემენ, ვისი დიდი იმედიც აქვთ...

ბელგიურ მედიაში დღემდე იწერება, რომ "გენტმა" ჩაკვეტაძე მსოფლიო ფეხბურთის გრანდ მიუნხენის "ბაიერნს" ცხვირწინ ააცალა. ამ საქმის ახალ დეტალს გერმანული ინტერნეტპორტალი fusballtransfers.com და T-online.de აქვეყნებენ: ჩაკვეტაძეს "ბაიერნში" კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესი იწვევდა, რომელიც ბოლო დროს მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული მონდომებით ეძებს ახალგაზრდა ტალანტებს. ხსენებული საიტები წერენ, თითქოს, ქართულ კლუბს 6 მილიონი ევროც შესთავაზეს, მაგრამ ეს უკვე დაგვიანებული მცდელობა იყო - ქართველი ტოპ-ტალანტი "გენტმა" წაიყვანაო.

საინტერესო ცნობას წავაწყდით "ტრანსფერმარკტზეც": გერმანულ სამენეჯერო ინტერნეტგამოცემაში მითითებულია, რომ ქართველი ფეხბურთელი ბელგიურმა კლუბმა 1,5 მილიონ ევროდ შეიძინა. ამის ფონზე "ტრანსფერმარკტის" შეფასება მაინც არ შეცვლილა - ჩაკვეტაძის ტრანსფერის გრაფაში მაინც 750 ათასი ევრო წერია. გაუგებარია, მაგრამ ფაქტია. არადა, თავად ამტკიცებენ, რომ ფეხბურთელი ორჯერ უფრო ძვირად გაიყიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბაირენში დუბლებში მოუწევდა თამაში იქ უძლიერესი შემადგენლობა და დინამოდან მისულ ფეხბურთელს იქ არავინ დააყენებდა სასტავში როგორიც არ უნდა ყოფილიყო მაგრამ გენტში ექნება სათამაშო დრო და თავის გამოჩენის საშუალება გენტი არაა სუსტი გუნდი 4 ულში ყოველთვის ხვდება და ბელგიაში ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული ფეხბურთი და იქ თუ კარგად ითამაშებს მერე შეიძლება მოხვდეს ბაიერნშიც და ან რომელიმე გრანდშიც უკეთესი პირობებით ვიდრე ეხლა მოხვდებოდა.
giorgi
07 სექტემბერი 2017 20:39
1
გენტი არაა ამ ბიჭისათვის შესაფერისი გუნდი...რაღაც მარტვილის მერანივით ჟღერს...
status quo
07 სექტემბერი 2017 17:53
2
რეალურად გენტმა 3 მილიონი ევრო გადაიხადა ჩაკვეტაძეში, აქედან რა თქმა უნდა დინამომ და აგენტებმა ჯაკობია გახოკიძემ გაიყვეს. დინამომ რადმენი მიიღო ზუსტად არავინ იცის. საქართველოში ფეხბურთელის ტრანსფერი ხო შვად ხდება ფული კიდე პირდაპირ ვინემს ჯიბეში მიდის და არა კლუბის ანგარიშძზე.
dato
07 სექტემბერი 2017 13:44
0
დიდი ალბათობით ეგრეა და შესაბამისად ნაიერნს რამდენიც არ უნდა შეეთავაზებინა.....,,შავ ფულს,, ვეღარ დააბრუნებდნენ
ბაიერნი
07 სექტემბერი 2017 14:09
0
წარმატებები გიორგის...
თავიდან გაჟღერებული იყო,რომ თუ სხვა კლუბის მხრიდან გენტზე მეტი იქნებოდა სატრანფერო თანხა შეთავაზებული ,მაშინ გენტს უნდა გაეზარდა სატრანსფერო თანხა იგივე დონეზე,თუ არ გადაიხდიდა,მაშინ გენტი კარგავდა ...შესაბამისად თუ დავიჯერებთ ,რომ ბაიერნი 6 მლნ-ს იხდიდა,მაშინ გენტისთვის უნდა გაზრდილიყო სატრანსფერო თანხა 6 მლნ-მდე!თუ ვერ გადაიხდიდა გენტი, ჩაკვეტაძე ბაიერნის საკუთრება ხდებოდა....
ვინ იტყუება?
ბაიერნი
07 სექტემბერი 2017 12:51
0
მთავარია განვითარება არ შეწყვიტოს და ტრავმებს აერიდოს და "გენტში" რომ ამ ბიჭს დიდხანს არავინ გააჩერებს ეს ისედაც ნათელია. ოღონდ თვითონაც უნდა ეცადოს და ქინქლაძესავით იმედი არ მოუკლას ქართველ გულშემატკივარს. "გენტი" კი ალბათ უკვე ანგარიშობს რამდენზე გადაამრავლებს იმ მილიონ ნახევარს, რადაც ჩვენმა ხარბმა "ძიებმა" გააჩუქეს ეს მარგალიტი ბიჭი.
................
07 სექტემბერი 2017 12:23
2
დიდ წარმატებებს ვუსურვებ გიორგის. იმედია კარგად გამოიყენებს ამ შანსს.
gizog
07 სექტემბერი 2017 11:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული