"შახტარი" - კრივცოვის ტრავმა დავით ხოჭოლავას შანსია

AutoSharing Option
"ზორიასთან" 3:1 მოგებულ თამაშში მატჩის 62-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა გუნდის ცენტრალური მცველი სერგეი კრივცოვი. რამდენიმე წუთში უკრაინულ პრემიერლიგაში "შახტარის" მაისურით დავით ხოჭოლავას დებიუტიც შედგა.

როგორც აღმოჩნდა, კრივცოვს მუხლისთავზე მცირე მოტეხილობა აქვს, რის გამოც 2 თვეს ვერ ითამაშებს. ეს კი შანსია ჩვენი თანამემამულისთვის, რომლისთვისაც კრივცოვი შემადგენლობაში მოხვედრის უშუალო კონკურენტია.

კრივცოვი უკრაინის ნაკრების ოქტომბრის მატჩებსაც გამოტოვებს კოსოვოსთან და ხორვატიასთან.

სხვათა შორის, ხოჭოლავა პრესკონფერენციაზე "შახტარის" თავკაცმა პაულუ ფონსეკამ შეაქო:

"ხოჭოლავას დებიუტით თავიდან ბოლომდე კმაყოფილი ვარ. ასეთი სცენარის დროს თამაშში ჩართვა იოლი
ნამდვილად არ არის, მაგრამ მისი გამოსვლის შემდეგ "შახტარმა" გააგრძელა უსაფრთხო თამაში დაცვაში".
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა მიდი ძირითადში უნდა დარჩე, ლიგაზეც და ნაკრებსაც ეშველება დაცვაში. შენი იმედი მაქვს, უტრამვოთ ბიძია, გაახარე ამდენი გულშემატკივარი
vasoW
11:34 12-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული