ხვალ, უკრაინის ჩემპიონატის მორიგ ტურში ლიდერი დონეცკის "შახტარი" ოდესაში აუტსაიდერ "ჩერნომორეცს" დაუპირისპირდება. როგორც იცით, ოდესელთა გუნდში 2 წელი იასპარეზა ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ და უკრაინაში კარიერა სწორედ ამ გუნდში გაიკეთა, კარგი ფეხბურთელის სახელიც დაიგდო და "შახტარში" გადასვლაც დაიმსახურა.
დავითი ჯერ "მეშახტეთა" მწვრთნელს პაულო ფონსეკას შეცვლაზე შეყავს, ასე ვთქვათ, აჩვევს ძირითად შემადგენლობას, ლუგანსკის "ზარიასთან" 65-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, "ნაპოლისთან" კი 92-ეზე. ჰოდა, საინტერესოა შავიზღვისპირელებთან თუ დააყენებს სასტარტოში.
თავად ხოჭოლავამ მომავალი შეხვედრის წინ კლუბის საიტის ჟურნალისტს განუცხადა, რომ მისი ყოფილი გუნდი გადახალისდა,
თუმცა თამაშის სტილი იგივე დარჩა, ისევ ფლანგებიდან შეტევა უყვართ, კონტრშეტევები ეხერხებათ, რა თქმა უნდა, თვითონ უნდა იასპარეზოს, შეხვდეს გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს და თავი გამოიჩინოს.