ქუსლით ფეხებშუა - არაბიძის დიდებული საგოლე პასი "შახტარის" დუბლებში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატში "ჩერნომორეცი"-"შახტარის" შეხვედრა 0:4 დასრულდა და დონეცკელებმა ოდესიდან 3 ქულა წამოიღეს. მატჩში მონაწილეობა მიიღო საქართელოს ნაკრების წევრმა გიორგი არაბიძემ, რომელიც 72-ე წუთზე შეცვალეს.

ქართველი ფეხბურთელი ამ მატჩში გამოსარჩევი იყო და შეტევებს ხშირად ამწვავებდა. მე-3 წუთზე არაბიძემ ბრწყინვალე პასი გააკეთა და ზუბკოვს აღარაფერი დარჩენოდა, გოლის გატანის გარდა.

გიორგიმ მეორე გოლშიც მიიღო მონაწილეობა - ზუბკოვს შეტევის განვითრების საშუალება მისცა.

"შახტარმა" 21 ქულა დააგროვა და ამ გამარჯვებით 21-წლამდელთა ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგის 21 წლამდელთა ჩემპიონატში, "ჩერნომორეცი" - "შახტარის"
შეხვედრა 0:4 დასრულდა
მკითხველის კომენტარები / 4 /
აუ საცოდაობაა ამ ბიჭის დუბლებში ამდენი ხანი გაჩერება, რადგან არ გადაყავთ ძირითათ გუნდში ჯობია სადმე სხვაგან გადავიდეს და უმაღლეს ლიგაში ითამაშოს, თუნდაც საშუალო გუნდში ვიდრე შახტარის დუბლებში აგოროს ბურთი.
nika
16:18 17-09-2017
0
რა დონესაც ქაჩავს იქაც იმკოფება ეგ თქვენ გინდათ მარსზე გაფრენა
თამაზი
16:36 18-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული