ქუსლით ფეხებშუა - არაბიძის დიდებული საგოლე პასი "შახტარის" დუბლებში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატში "ჩერნომორეცი"-"შახტარის" შეხვედრა 0:4 დასრულდა და დონეცკელებმა ოდესიდან 3 ქულა წამოიღეს. მატჩში მონაწილეობა მიიღო საქართელოს ნაკრების წევრმა გიორგი არაბიძემ, რომელიც 72-ე წუთზე შეცვალეს.

ქართველი ფეხბურთელი ამ მატჩში გამოსარჩევი იყო და შეტევებს ხშირად ამწვავებდა. მე-3 წუთზე არაბიძემ ბრწყინვალე პასი გააკეთა და ზუბკოვს აღარაფერი დარჩენოდა, გოლის გატანის გარდა.

გიორგიმ მეორე გოლშიც მიიღო მონაწილეობა - ზუბკოვს შეტევის განვითრების საშუალება მისცა.

"შახტარმა" 21 ქულა დააგროვა და ამ გამარჯვებით 21-წლამდელთა ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგის 21 წლამდელთა ჩემპიონატში, "ჩერნომორეცი" - "შახტარის"
შეხვედრა 0:4 დასრულდა
მკითხველის კომენტარები / 4 /
მე მგონი დადგა დრო ეს ნიჭიერი ახალგაზრდა, თუ ვერ ხვდება შახტარის ძირითადში, გადავიდეს სხვა რომელიმე ევროპულ გუნდში, თუნდაც "გენკის" ან "გენტის" დონის გუნდებში და იქ უფრო შეძლებს თავის გამოჩენას. დუბლები ყველგან დუბლებია, გინდ შახტარი იყოს გინდ მანჩესტერი.
nodo
22 სექტემბერი 2017 16:49
0
რა დონესაც ქაჩავს იქაც იმკოფება ეგ თქვენ გინდათ მარსზე გაფრენა
თამაზი
18 სექტემბერი 2017 16:36
0
აუ საცოდაობაა ამ ბიჭის დუბლებში ამდენი ხანი გაჩერება, რადგან არ გადაყავთ ძირითათ გუნდში ჯობია სადმე სხვაგან გადავიდეს და უმაღლეს ლიგაში ითამაშოს, თუნდაც საშუალო გუნდში ვიდრე შახტარის დუბლებში აგოროს ბურთი.
nika
17 სექტემბერი 2017 16:18
0
რატომაა საცოდაობა? მესია თუ რონალდუ, ასაკობრივ ნაკრებში ნახეთ მაგის ასპარეზობა? პასი არ უვარგა და ეს საჯარიმოები 20-იდან 1 გამოსდის. "შახტარის " შემადგენლობიდან ვინ დასვან ერთი ბრძანეთ რაა, ჩემი აზრით მიღწეულს დაჯერებული პიროვნებაა და სათანადოდ არ შრომობს. რატომ გგონიათ,რომ ქართველებს ყველგან ყველაფერში ჩაგრავენ(თუმცა ასეთიც ხშირია), ვინც არ იმსახურებს არ აყენებენ შემადგენლობაში
G E L A
18 სექტემბერი 2017 08:36
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული