გიორგი არაბიძემ ჯარიმიდან მორიგი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატში "ზირკა"-"შახტარის" შეხვედრა 0:4 დასრულდა და დონეცკელებმა კროპინივცკიდან 3 ქულა წამოიღეს. მატჩში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი არაბიძემ, რომელმაც 90 წუთი ითამაშა.

ქართველი ფეხბურთელი ამ მატჩში გამოსარჩევი იყო და შეტევებს ხშირად ამწვავებდა. მე-11 წუთზე კი, ტრადიციულად, საჯარიმო დარტყმით თავი გამოიჩინა და გოლი გაიტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ არაბიძეს ყველაზე ხშირად საჯარიმო დარტყმით გააქვს გოლი.

"შახტარმა" 24 ქულა დააგროვა და ამ გამარჯვებით 21-წლამდელთა ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამასწინათ ვნახე შახტარის თამაში რამდენიმე წუთი და ვფიქრობ ევროპულ გუნდებს გავს სისწრაფეში , ალბათ იმიტომ არ ათამაშებენ ძირითადში , რომ სისწრაფე აკლია. მე უკრაინა ჩიხი მგონია ფეხბურთელისთვის, იქედან სადმე გაღწევა ,თუ კარგი აგენტი არ გყავს ძნელია. მე ვურჩევდი რუსეთში გადავიდეს , უფრო არის რუსეთის ფეხბურთი ევროპელების ყურადღების ქვეშ და შეიძლება მერე მოხვდეს ევროპაში. რუსეთში გამოიწრთობა , ბრძოლაც არის და შედარებით სისწრაფეც, არაა რუსეთის ჩემპიონატში ადვილი თამაში.
იმე
23:05 22-09-2017
2
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს ბიჭი 60%ით უკვე დაკარგულია... თავისი პოტენციალი რაც ჰქონდა, უკვე იმდენს ვეღარ მიაღწევს, მაგრამ რაც აქვს ახლა იმას მაინც მიაღწიოს.. არადა როგორი იმედები მქონდა გიოსი.. ამასაც ჭანტურიასნაირი კარიერა ექნება, ალბათ ცოტათი კარგი... ვერასოდეს მიაღწევს იმის ნახევარსაც, რაც ჩვენ გვეგონა რომ მიაღწედა, იმიტომ,რომ ამბიცია არ გააჩნია.. ამდენი ხანი დუბლებში და დაკარგული დრო!დიდი იმედი მაქვს, რომ პირიქით მოხდება და ტოპ კლუბშიც ითამაშებს, მაგრამ მინდა რომ მანამდე ასეთი კომენტარები წაიკითხოს, რომ მოტივაცია მივცეთ.. ვფიქრობ ჟურნალისტებუ უკეთებთ ცუდ სამსახურს, ზედმეტად ბევრჯერ წერთ მათზე ზედმეტად კარგ სტატიებს, თითქოს უკვე ვარსკვალები იყვნენ !!!
Zura
21:18 22-09-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული