მოულოდნელობის ეფექტი - არაბიძის მორიგი სუპერგოლი საჯარიმოდან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" 19 წლის ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატში საჯარიმოდან მორიგი გოლი გაიტანა.

22 სექტემბერს, სტუმრად "ზირკასთან" გამართულ შეხვედრაში გიორგიმ ანგარიში მე-11 წუთზე, მახვილი კუთხიდან, ახლო ძელთან შესრულებული საჯარიმო დარტყმით გახსნა. საბოლოოდ მატჩი "შახტარმა" ანგარიშით 4:0 მოიგო.

თამაშის შემდეგ არაბიძემ კლუბის ოფიციალურ საიტთან მცირე კომენტარი გააკეთა:

"არცთუ სახარბიელო პირობებში მოგვიხდა თამაში: მძიმე მოედანი, სიცხე... კარგია, რომ ანგარიშის გახსნა სწრაფადვე შევძელით. იმ ეპიზოდში მოულოდნელად დარტყმა გადავწყვიტე და ასე "დავიჭირე" მეკარე. მერე უკვე ჩვენი თამაში ავაგეთ, მეტოქის ზურგში
გრძელ გადაცემებზე. ვიჭრებოდით თავისუფალ ზონებში და ვქმნიდით მომენტებს".
მკითხველის კომენტარები / 5 /
მთლად სუპერს ნუ დაარქმევთ. რაც არ უნდა ვაქოთ აქედან იქ ადგილზე უკეთ გაარკვევენ ღირსი როცა იქნება სათამაშოდ ძირითადში. არავინ ისეთი სულელი არ არის კარგი ფეხბურთელი სათადარიგოდ ყავდეს. არაბიძისთვის სიკეთე თუ გინდათ დღე და ღამე მოუწოდეთ რომ საკუთარ თავზე მეტი იმუშაოს. ქებით რომ საქმე კეთდებოდეს მსოფლიო ჩემპიონობას ვერავინ გამოგვდღლიზავდა ხელიდან
ირაკლი ქუთაისელი
24 სექტემბერი 2017 11:37
0
მოულოდნელობა რატომ არის არაბიძის გოლი? მართლა არაბი ხომ არ არის?
ახლო მხედველი
23 სექტემბერი 2017 23:01
0
კაცი ყვირის მათამაშეთო და ათამაშეთ თკვენი... დდდ
MISHIKO
23 სექტემბერი 2017 16:40
3
ხოხ!!! "მათამაშეთ" კაია, უნდა გეკუთვნოდეს თამაში
ვასილიჩი
27 სექტემბერი 2017 15:38
0
ჯერ შახტარის ძირითადში დაიმკვიდროს ადგილი და მერე იყვიროს
Gio
23 სექტემბერი 2017 18:50
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული