გიორგი ჭანტურიამ "ტოსნოს" პენალტი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 სექტემბერს რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურში "ურალმა" ეკატერინბურგში ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი, ლენინგრადის ოლქის "ტოსნო" 3:1-ზე დაამარცხა.

ამ შეხვედრის დებიუტში მასპინძლებმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც გოლად გიორგი ჭანტურიამ გარდასახა. ჭანტურია უნარიანად წარმართავდა თავისი გუნდის შეტევებს, გამოზომილ გადაცემებს უკეთებდა პარტნიორებს და სწორედ მისი პასის შემდეგ 55-ე წუთზე წააქციეს საჯარიმოში ბიფკალვი, რომელმაც ქართველ ლეგიონერს თერთმეტმეტრიანი არ დაარტყმევინა და ანგარიში 2:0 გახადა.

გიორგი 67-ე წუთზე შეცვალეს, მატჩი 3:1 დასრულდა და "ურალი" 16 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რუსეთის ჩემპიონატი არ არის დაბალი დონის ძალიან კარგი სტადიონები აშენდა უკვე რუსეთში ძლიერი გუნდები ჰყავთ უკვე ლიგაზე თამაშობენ რეგულარულად და კარგია რომ ქართველებს ეძლევათ თამაშის საშუალება და ენდობიან მწვრთნელები წარმატებები გიორგის არც მე მინდა რომ ურალში იყოს უკეთეს გუნდს იმსახურებს მაგრამ ეს უკვე მაგის თამაშზეა დამოკიდებული.
daTo
26 სექტემბერი 2017 10:55
0
ჭანტურიაზე გულშემატკივარი ძალიან დიდ იმედებს ამყარებდა და არცთუ უსაფუძვლოდ, მაგრამ რომ ვერ განვითარდა ფაქტია. მაგ ფეხბურთს დღეს აღარ თამაშობენ. მე მაინც მაქ იმედი, ეხლა გუნდში საკმარისად ენდობიან და ეს უნდა გამოიყენოს. მეორე პენალტის დროს თვითონ სურდა შეესრულებია, მაგრამ თანაგუნდელებმა არ მიუშვეს ბურთთან, გზა გადაუღობეს. არ მესიამოვნა, ესეიგი ურთიერთობებში მოიკოჭლებს. ზედმეტს ხომ არ ღებულობს თავის თავზე? ადამიანი თავმდაბალი უნდა იყო, ესაა ადამიანისთვის სილამაზისა და ღირსების განმსაზღვრელი და ამისტვის უყვართ იგი. ეს უნდა შეცვალოს ჭანტუმ, ცოტა გახდეს კუპატივით როა და ყველაფერი გამოუვა. მოყვარეს პირში უძახე, მტერს ზურგს უკანო, ნათქვამია. წარმატებები გიოს
vaso
25 სექტემბერი 2017 10:20
0
ატყულებს არა მეგობარო, ატყუებს. ეტყობა ასაკს უჩივი რადგან მე-19 საუკუნის ფეხბურთი ასე კარგად გახსოვს. დაანებე ამ ახალგაზრდას თავი.
hiugo
25 სექტემბერი 2017 02:38
1
მეცხრამეტე საუკუნის ფეხბურტს თამაშობს, აწი გადმოვა 21 ეში ალბათ. აკეთებს ფინტებს და დგას ერთ ადგილზე, კაცს მაგი ვერ ატყულებს, გარედან ვერ ურტყამს, ყოყლოჩინობს, პალაჟენიას აყენებს ალბათ გუნდში. რა უნდა მაგას ნაკრებში.
ui
24 სექტემბერი 2017 21:52
8
შენ ვის ატყულებ ბიჭო? :)))
grisha
25 სექტემბერი 2017 00:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული