ვაკო ყაზაიშვილმა "სან ხოსეში" საგოლე გადაცემა შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის დროით 28 სექტემბერს, გამთენიისას, ვაკო ყაზაიშვილის გუნდმა "სან ხოსე ერტქვეიკსმა" MLS-ში მორიგი მატჩი საკუთარ მოედანზე "ჩიკაგო ფაირთან" გამართა და ანგარიშით 1:4 დამარცხდა. მასპინძელთა ერთადერთი გოლი, ვაკო ყაზაიშვილის პასით, კრის ვონდოვოლსკიმ 87-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"სან ხოსეს" ქართველი ლეგიონერი სათადარიგოთა შორის იყო, თამაშში კი 64-ე წუთიდან ჩაერთო.

"ერტქვეიკსს" 31 მატჩში 11 მოგება, 6 ფრე და 14 წაგება აქვს და 39 ქულით დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის სტატისტიკას, ვაკოს ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატში
ჩატარებულ 10 მატჩში 3 გოლი და ერთი საგოლე პასია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კლასია ვაკო. მევასება!
odala
28 სექტემბერი 2017 11:11
1
წარმატებები ყველა ქართველ ფეხბურთელს მაგრამ სტატია იმაზე რომ საგოლე პასი გააკეთა ცოტა სასაცილოა ))) დაახლოებით იგივეა რომ დაწეროთ დღეს მოედანზე გამოვიდაო ))
solo
28 სექტემბერი 2017 14:10
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული