12:49 30-09-2017
ოქრიაშვილი ისევ დაშავდა, რამდენად სერიოზულია მუხლის ტრავმა? [VIDEO]
AutoSharing Option
"კრასნოდარის" ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმა ტულის "არსენალთან" 29 სექტემბერს გამართულ მატჩში მიიღო. რუსეთის პრემიერლიგის 12-ე ტურის შეხვედრაში თორნიკე შეცვლაზე, 70-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა სულ რაღაც 9 წუთში ფეხბურთელმა მუხლი იტკინა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
აღსანიშნავია, რომ "კრასნოდარი" ამ დროისთვის კაცნაკლული თამაშობდა (56-ე წუთზე შარლ კაბორე გაუძევეს), ოქრიაშვილის გამოკლების შემდეგ კი სულაც 9 კაცით დარჩა და საბოლოოდ 0:1 დამარცხდა. "არსენალის" სათადარიგოთა შორის იყო, მაგრამ არ უთამაშია გია გრიგალავას.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებს უელსსა და სერბეთთან, შესაბამისად, 6 და 9 ოქტომბერს შინ და სტუმრად გამართავს. გუნდის მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს თორნიკე ნაკრებში ჰყავს გამოძახებული.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
ალბათ მართლა არასწორი ფიზიკური მომზადების ბრალია, რასაც საფუძველი ბავშვობიდან უნდა ჩეყაროს, მე რაც მაქვს ნანახი, ვარჯიშის წინ მაქსიმუმ 10 წუთი ახურებენ ბავშვებს რაღაც უაზრო ვარჯიშებით.
მის უდიდებულესობა სპორტსაც, მითუმეტეს ფეხბურთს, აქვს თავისი დაუწერელი კანონების ნაირსახეობა, ამას ამ კანონების ბევრი პუნქტი აქვს დარღვეული...