15:00
(თბილისის დროით)
"შახტარი U21"-"ვორსკლა U21": გიორგი არაბიძე დონეცკური კლუბის მთავარ გუნდში ჯერ კიდევ ვერ ხვდება. 19 წლის შემტევს კლუბის ახალგაზრდულ გუნდში მოუწევს დაამტკიცოს, რომ უკვე გაიზარდა და მეტ შანსს იმსახურებს. "შახტარის" 21-წლამდელთა გუნდი უკრაინაში საუკეთესოა და პირველობას არავის უთმობს. დღესაც, სავარაუდოდ, 3 ქულით დაასრულებენ შეხვედრას.(თბილისის დროით)
15:30
"ტაშკენტის ლოკომოტივი"-"ნავბაჰორი": კახა მახარაძის "ლოკომოტივი" უზბეკეთში პირველობას არავის უთმობს და დარჩენილ 9 ტურშიც შეეცდება, პოზიცია არ დაკარგოს. ერთ-ერთი 17:00
"ხორასანი"-"ზობ აჰანი": გიორგი გველესიანს "ზობ აჰანში" სათამაშო პრაქტიკა აქვს, მაგრამ კლუბი ვერ ახერხებს სტაბილურად თამაშს. არადა, ჩვენებურის გუნდის მიზანი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა. ამ თამაშში ფავორიტად მასპინძელი ითვლება და ვნახოთ, რას დაუპირისპირებს გველესიანის გუნდი. 26 წლის მცველს ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.20:00
"კორონა"-"პლოცკი": ნიკა კაჭარავას "კორონაში", დიდი ხანი ტრავმის გამო გაუცდა და საეჭვოა, იქნება თუ არა დღევანდელ მატჩში. არადა, შესაძლებელია, რომ ქართველ შემტევთა დაპირისპირება გვეხილა. რაც შეეხება გიორგი მერებაშვილს, ბრწყინვალე ფორმაშია და დიდი ალბათობით, სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იქნება.პოლონეთის ექსტრაკლასაში სატურნირო მდგომარეობა ამ კლუბების ასეთია: "კორონა" 15 ქულით მე-9 ადგილზეა, "პლოცკი" 17 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს. მატჩში ფავორიტად მასპინძელთა გუნდი მოიაზრება.
"შახტარი"-"ვორსკლა": ქართველ ფეხბურთელებს ორივე გუნდში სათადარიგო შემადგენლობაში უნდა ველოდოთ. დავით ხოჭოლავა "შახტარში", დიდი ალბათობით, სკამიდან მიადევნებს თვალს შეხვედრას, ხოლო "ვორსკლაში" - სანდრო კობახიძე და ანდრო გიორგაძე.
დონეცკელთა გუნდი 28 ქულით 1 ადგილზეა, პოლტაველები კი 21 ქულით - მე-3 პოზიციაზე.