ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში "ფეიენოორდთან" მატჩში "შახტარის" მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ ქართველი ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, მაგრამ როდესაც 76-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა დონეცკელთა მცველს იაროსლავ რაკიცკის და გააძევა, ტაქტიკური ცვლილება განახორციელა და თავდამსხმელ ფაკუნდო ფერეირას ნაცვლად შეცვლაზე შეუშვა.
რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა დონბასელებმა ჰოლანდიელთა მასირებულ იერიშებს გაუძლეს, 2:1 გაიმარჯვეს, ჯგუფში 6 ქულით მე-2 ადგილზე არიან და "ფეიენოორდს" 21 ოქტომბერს ხარკოვში მასპინძლობენ.
ნამატჩევს ფონსეკამ ხოჭოლავა შეაქო:"ვის დავაყენებ ცენტრალურ მცველად ნიდერლანდელებთან მეორე მატჩში? კვირას კიევის
"დინამოს" ვხვდებით, მხოლოდ შემდეგ ვიფიქრებთ "ფეიენოორდთან" დაპირისპირებაზე. ხოჭოლავა შეცვლაზე შევიდა და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. ამდენად, მე ამ მხრივ სანერვიულო არა მაქვს".