დავით ხოჭოლავამ გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა. კომენტარი "შახტარის" საიტზე დაიდო.
"როდესაც მოედანზე უნდა შევსულიყავი, ვნერვიულობდი. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა გამარჯვების მოსაპოვებლად.
თამაშის დაწყებიდან, პირველი ათი წუთის შემდეგ, "შახტარმა" შეძლო თამაშზე კონტროლის მოპოვება. "ფეინიორდს" შემადგენლობაში სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს, შესაბამისად ჩვენ კომპაქტურად თამაშსა და შეტევების ჩაშლას ვცდილობდით.
ჩვენს გვყავს ისეთი შემტევები როგორებიცაა: ტაისონი, ბერნარდი, მარლოსი. რომლებიც მუდმივად ცდილობდნენ,
სასიამოვნოა გამარჯვება, მაგრამ წინ სამი ტურია და ჯერ ჯგუფიდან გასვლაზე საუბარი ზედმეტია."