გიორგი მერებაშვილმა "სლასკს" გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის დასკვნით მატჩში პლოცკის "ვისლამ" ვროცლავის "სლასკს" უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა.

შეხვედრას 12 800-იან სტადიონზე 3 613 მაყურებელი დაესწრო, მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა (4:1). აღსანიშნავია, რომ სტუმრებს მსაჯმა მე-12 წუთზე ლატვიელი მცველი იგორს ტარასოვსი გაუძევა.

პლოცკელთა ქართველმა ლეგიომერმა გიორგი მერებაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 34-ე წუთზე გოლიც გაიტანა.

"ვისლა" 20 ქულით მე-5 ადგილზეა და შემდეგ ტურში, 28 ოქტომბერს სტუმრად "პიასტს" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სლასკი არა შლონსკი იქნება სწორი!
ბატონებო
01:49 24-10-2017
0
გიორგიმ არა მარტო გოლი გაიტანა, მთელი თამაში ჯიგრიანათ ითამაშა, როგორც ყველა თამაში, იმიტომაც არის ძირითადში- ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.
გიორგი ვარშავიდან
12:34 24-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული