10 საინტერესო ფაქტი გურამ კაშიას შესახებ

AutoSharing Option
გურამ კაშია არნემის "ვიტესის" კაპიტანი და საქართველოს ნაკრების ვიცე კაპიტანია.

ქართველი მცველი პოპულარობით სარგებლობს ჰოლანდიაში და კლუბის ქომაგისთვის საყვარელი ფიგურაა.

მისი საფეხბურთო კარიერა უამრავი დეტალისგან შედგება და 30 წლის მცველს ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს.

გურამ კაშია ქართველების მხრიდან სოციალურ ქსელებში ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა, მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში მოედანზე LGBT-ფერებიან კაპიტნის სამკლავურში გავიდა.
- ცნობილი ფეხბურთელები, რომლებსაც LGBთ-ფერებიანი კაპიტნის სამკლავურები ეკეთათ
- ლევან კობიაშვილმა გურამ კაშიას მხარი დაუჭირა

გთავაზობთ 10 საიტერესო ფაქტს საქართველოს ნაკრების მცველის შესახებ.

10.
გურამ კაშიას ჰყავს ცოლი და ერთი შვილი. მისი მეუღლე თამთა გიგაშვილია, რომელიც პროფესიით სამართალმცოდნეა.

Sportall.Ge

9. 2013 წელს საქართველოს საუკეთესო ლეგიონერისა და ფეხბურთელის ტიტული გურამ კაშიამ დაიმსახურა.

Sportall.Ge

8. გურამ კაშიას დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2009 წელს ისლანდიასთან ამხანაგურ მატჩში შედგა, მას შემდეგ 56 მატჩი ჩაატარა 1 გოლი აქვს გატანილი და 1 წითელი ბარათი აქვს მიღებული.

7. გურამ კაშიას "ვიტესში" 262 მატჩი აქვს ჩატარებული - 23.164 წუთი, 23 გოლი გატანილი, 16 საგოლე გადაცემა გაკეთებული და 3 წითელი ბარათი მიღებული.

6. 2014 წელს "ვიტესი" "ჩელსის" დაპირისპირების დროს გურამ კაშიას დიეგო კოშტასთან მოუვიდა დაპირისპირება. ქართველმა მცველმა ესპანელ-ბრაზილიელ შემტევს არ შეუშინდა და არც არაფერი დაუთმო

Sportall.Ge

5. კაშია "ვიტესში"  მერაბ ჟორდანიამ მიიყვანა და მას შემდგომ იგი გუნდის ლიდერი და კაპიტანი გახდა.  კაშია არნემში 2011 წლის ზამთარში გადაბარგდა და მას მერე, ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.

4. როგორ გახდა გურამი ფეხბურთელი? ის ესე იხსენებს: "თავიდან არ მქონია ფეხბ­ურთის ამოჩემება. სპორტი ყოველთვის მაინტერესებდა. ჯერ კალათბურთი მიზიდავდა. შე­მდეგ რაგბი - მამაჩემი იყო მორაგბე და უნდოდა, რომ მეორე შვილი მაინც გაყოლოდა ამ გზ­ას, მაგრამ ბოლოს მაინც ფეხბ­ურთმა მძლია და ჩემი ძმის გზას გავყევი. მამის ტრადიცია არც ერთმა არ გავაგრძელეთ."

3. 2016 წელს  ირლანდიისა და საქართველოს მატჩის მეორე ნახევარში რობი ბრეიდსა და სოლომონ კვერკველიას შორის სერიოზული შეჯახება მოხდა, რის შემდგომაც ორივე მოთამაშე დაზიანდა, თუმცა განსაკუთრებით, ბრეიდი.

სანამ მოედანზე სამედიცინო პერსონალი გამოჩნდებოდა, მანამდე რობი ბრეიდის დახმარება საკუთარ თავზე კაშიამ აიღო. ქართველი ფეხბურთელის სწრაფმა რეაგირებამ ბრეიდი გაცილებით სერიოზული დაზიანებისგან გადაარჩინა.

Sportall.Ge

2. გურამ კაშიამ პირობა დადო თუ ჰოლანდიის თასს მოიგებდა, მაშინ თმას ყვითლად შეიღებავდა. თასის ფინალში კი "ვიტესმა" "ალკმაარი" 2:0 დაამარცხა.

არნემული კლუბი 125 წელია რაც არსებობს და გუნდმა პირველი სერიოზული ტიტული ქართველის კაპიტნობით მოიგო. გურამ კაშიამ გამარჯვების შემდეგ პირველი რა გააკეთა? საქართველოს დროშა აიღო ხელში და ასი ათასობით მაყურებლის წინ ააფრიალა.

გურამ კაშია აგრეთვე საქართველოს პოპულარიზაციას, ადგილობრივ ტელეგადაცემებში და გამომცემლობებში ცდილობდა. მისი სასუბრო თემა ყოველთვის მისი ქვეყანა იყო.

ხოლო იმ ადამიანებს ვინც თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო კაშიას აკრიტიკებს, ჯობია კლავიატურას მოშორდეთ და თქვენი ქვეყნისთვის კაშიას გაკეთებული საქმის მინიმუმი მაინც გააკეთოთ.

Sportall.Ge

Sportall.Ge


1. გურამ კაშიას ხელშეკრულება "ვიტესში" 2020 წლამდეა გათვლილი და საკმაოდ საინტერესო პუნქტსაც მოიცავს: თუ გურამი "ვიტესში" დაასრულებს კარიერას, ის აუცილებლად დაიწყებს მუშაობას კლუბის სტრუქტურაში ერთ-ერთ თანამდებობაზე.

ქართველი მცველი არნემში უკვე ლეგენდაა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია. თუ არნემში მოხვდებით ოდესმე და იტყვით ქართველი ვარო, ქალაქის მოსახლეობა ყოველთვის მეგობრად მიგიჩნევთ და კაშიაზე სხვადასხვა ისტორიებს მოგიყვებათ.

თუ კახა კალაძე თბილისის მერია, გურამ კაშიას შეუძლია კარიერის დასრულების შემდეგ არნემში იყაროს კენჭი და შესაძლოა პირველივე ტურში მოიგოს.

Sportall.Ge

Sportall.Ge
Sportall.Ge

Sportall.Ge

- 10 საინტერესო ფაქტი თორნიკე შენგელიას შესახებ
მკითხველის კომენტარები / 27 /
ვიტალის სიკვდილის შემდეგ, დათომ ცოტა ხანი ითამაშა კაპიტნად და მათ შემდეგ, საქართველოს ფეხბურთელი არ ჰყოლია. მოდით ამაზე ნუ ვიკამათებთ. უბრალოდ, საქართველოს შემდეგ ჰყავდა ფეხბურთელები, მარტივად, რომ ვთქვათ, ერთი სჯობდა მეორეს. ამის დასტურია საქართველოს დღევანდელი რეიტინგი მსოფლიო ფეხბურთში. ვინ არის კაშია, ასე ხშირად, რომ ახსენებთ, ხვდებით, რომ ძალიან მიჰქარა და რეიტინგის აწევა გინდათ.კაშიას, სლავას და მიშას დროს, დუბლებში არ ათამაშებდნენ. თუ არ გჯერათ, უფროს თაობას ჰკითხეთ, რა ხალხი თამაშობდა დუბლებში, გინდ სიძლიერით და გინდ კაცობით.
სტაჟიანი გულშემატკივარი.
04 იანვარი 2018 21:53
4
ხინჩაგაშვილია ეგ და არა კაშჰია
nika
27 დეკემბერი 2017 13:07
1
კარგი რა გალაკტიონ გეკოპატ, რა გინდა ამიტ რომ ტკვააააააააა? კაჰია არის ერტი ჰვეულებრივი პერბურტელი სპორტული ტვალსაზრისიტ ხოლო კაცური ტვალსაზრისიტ კი დზალიან ცუდი საკციელი ჰაიდინა ტავისი ამ უტვინური მოკმედებიტ და დასაგმობია აბა რა. ვინც კაჰიას ას კმედება მოუცონა ისინი მასზე უარესები არიან და გასაკრელი არიან კარტული პეხბურტიდან.
vaxo
07 ნოემბერი 2017 10:31
4
59 მატჩში აქვს ნათამაშევი და არა 56 -ში.
Lagashi
06 ნოემბერი 2017 13:53
0
შენ ისეთი დიდი პიროვნების სახელს ატარებ, რომ ათჯერ უნდა დაფიქრდე სანამ რამეს დაწერ, კაშიას რომ ტრანსგენდერთა მხარდასაჭერად ბალერინას კაბით მოუწიოს თამაში მაგას რიღათი გაამართლეებ?
ავტორო
30 ოქტომბერი 2017 17:33
5
ცოტა ხანში ეს ქვეყანა აღარ იქნება და ისტორია მაინც გაგცემთ პასუხს ბუნებაში არაფერი უკვალოდ არ ქრება.
მინაწერი: ვისაც აინტერესებს რატო მოხდება ასე შემეხმიანოს
გენო
29 ოქტომბერი 2017 12:25
3
კაშია არის ის ფეხბურთელი,რომელიც ყოველთვის პატივს სცემს გულშემატკივარს.ერთ მოენტს გავიხსენებ,როცა დინამო არენაზე თამაშის შემდეგ 2 ფეხბურთელი წამოვიდა და მადლობა გადაუხადა გულშემატკივარს და 2 ერთი კაშია იყო. კაშია ნამდვილად იმსახურებს ნაკრებში თამაშს და კაპიტნობასაც. გულშემატკივარმა არ უნდა შეიძულოს იმის გამო,რომ ის სამკლაური გაიკეთა. მსოფლიო თანხდება,რომ ყველა ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული და ის სამკლაურის გაკეთებაც მაგ კამპანიის დამსახურებაა. არადა კონსტიტუციიაში ჩვენც გვიწერია,რომ ყველა ადამიანი თანასწორია,მარა ჩვენთან ხო ეს ყველას ან უმეტესობას კიდია. ჯობია ვინც ანტიქართველურ აწვება იმას დავერიოთ და არა კაშოს. არც მე მომწონს ის რო კაცი კაცთან "გულაობს" მარა ყველას თავისი ცხოვრება აქვს და იმას აკეთებს რაც უნდა. დროა ერთმანეთის პატივისცემა ვისწავლოთ.
პ.ს. მე ვამაყობ რომ კაშია ქართველი,ისევე როგორც ზაზა,მამუკა და თუნდაც კალაძე. პოლიტიკაში არ ვერევი მარა ერთს ვიტყვი.კალაძე ყოველთვის წარმატებულიმილანელი იქნება ჩემთვის და პოლიტიკური ზიზღი ყველამ თავისთვის დაიტოვოს
kashialegend
29 ოქტომბერი 2017 09:10
5
ჰომოფობებო თქვენ ხართ საზიზღარი რასა, გადაშენდით
უკუღმა შედის მაგ თქვენ დებილ ტვინებში ყველაფერი
უმცირესების უფლებების დაცვა პროპაგანდაში გერევათ
პრინციპში ეს სიტყვები როგორ დაიმახსოვრეთ ის უფრო მიკვირს
ყოჩაღ კაპიტანო!
nikoloz
29 ოქტომბერი 2017 05:46
13
Banzi kacuna
Ha
29 ოქტომბერი 2017 02:21
13
კაშია.ირაატა რაზმაე
ნიკა
27 დეკემბერი 2017 13:11
0
გვარგადაკეთებული კაცია ეგ
ნიკა
27 დეკემბერი 2017 13:09
0
სამკლაურზე უფრო საწყენი მისი შემდგომი განცხადებებია. გასაგებია, რომ სამკლაურის არ გაკეთება დაანგრევდა მის კარიერას, მაგრამ აქ უკვე მისი ჯიუტი განცხადებებია საწყენი.
P.s.
საქართველოს ნაკრებს რაც შეეხება არ ააქვს კაპიტნობის უფლება.
geo
28 ოქტომბერი 2017 17:23
32

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული