ლეგიონის ანონსი: იზეიმებს ბეგლარიშვილი კიდევ ერთხელ ჩემპიონობას?

AutoSharing Option
დღეს ქართველი ლეგიონერები ევროპაში იასპარეზებენ და რას უნდა ველოდოთ სტატიაში გაეცნობით.

17:30
"პიასტი"-"პლოცკი": გიორგი მერებაშვილის "პლოცკს" 4 ქულა აშორებს პირველ ადგილოსანთან და ამბიციებიც დიდია, მეტოქე კი პოლონეთის ექსტრაკლასას აუტსაიდერია და ნაკრების ნახევარმცველის გუნდისგან მორიგ ქულებს უნდა ველოდოთ.

18:00
"რაპიდი"-"ადმირა": გიორგი ქვილითაიას "რაპიდი" ავსტრიის ბუნდესლიგაში ბოლო 7 მატჩია არ დამარცხებულა, ხოლო მათი მეტოქე 6 მატჩია, ანუ დღეს შეიძლება ერთ-ერთ გუნდს სტატისტიკა გაუფუჭდეს. დედაქალაქურ გუნდს ყველა თამაშში ერთი გოლი მაინც გააქვს, მაგრამ ჯერ არცერთი არ გაუტანია ქართველ ლეგიონერს.

"ჰელსინგორი"-"სილკებორგი":
მათე ვაწაძე და დავით სხირტლაძე
შეეცდებიან სტუმრებს მორიგი სამი ქულა მოუტანონ, ბოლო თამაში "სილკებორგმა" მოიგო და დღევანდელ მატჩშიც ფავორიტია.

"ლუხო"-"ხიმნასტიკი": 10 ტურის შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკს" არ აქვს რესურსი პრიმერა დივიზიონში მოსახვედრად. ქართველ მცველს დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.

"შახტარი"-"სტალი": უკრაინის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩი დღეს გაიმართება, დავით ხოჭოლავას "შახტარი" ლიგის აუტსაიდერს მიიღებს. არ არის გამორიცხული ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ, რაკიცკიმ ჩემპიონთა ლიგაზე წითელი ბარათი მიიღო და "ფეინიორდთან" მომავალი მატჩისთვის უკრაინელი მცველის ნაცვლად ქართველ მცველს მაქსიმალურად მოამზადებენ, რათა ჩემპიონთა ლიგას კარგ ფორმაში შეხვდეს.

19:00
"ვოლუნტარი"-ბუქარესტის "იუვენტუსი": ნიკა ძალამიძის "იუვენტუსმა" მოუგებელი სერია დაასრულა და წინა ტურში გაიმარჯვა. ვნახოთ შეძლებენ თუ არა ბოლო ადგილისგან თავის დაღწევას და დადებითი შედეგის მიღწევას. ქართელი ნახევარმცველი დიდი ალბათობით სათადარიგო შემადგნელობაში იქნება.

20:00
"ფლორა"-"ტამეკა": ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორა" თუ ამ მატჩს მოიგებს, ერთი ტურით ადრე გახდება ჩემპიონი. ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იქნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული