ზაურ სვანაძე ბაქოს "ინტერის" მწვრთნელი აღარ არის

AutoSharing Option
ქართველი სპეციალისტი ზაურ სვანაძე ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ასევე კლუბი დატოვა მისმა ასისტენტმა რამაზ სვანაძემ.

კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა, რომელსაც სახელი გადაერქვა და ახლა "კეშლია" ეწოდება, განცხადება გაავრცელა, სადაც წერია:

"კლუბის ხელმძღვანელობა ზაურ სვანაძესა და მის ასისტენტ რამაზ სვანაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მათი სამუშაო და კოლექტივის ასპარეზობა განიხილებოდა.

შედეგად, ქართველ სპეციალისტებთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

"კეშლიამ" მადლობა გადაუხადა მწვრთნელებს გაწეული სამუშაოსთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა".

კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი კი რამიზ მამედოვი გახდა.

აღსანიშნავია,
რომ სვანაძემ ბაქოს "ინტერი" 2015 წლის ივნისში ჩაიბარა, როცა კლუბს ცუდი დროება ედგა. გუნდს არ აუღია ნახევარი წლის ხელფასი, მაგრამ სვანაძემ შეძლო და ევროპა ლიგის ორი ეტაპი გაიარა, ხოლო გასული სეზონის ჩემპიონატში გუნდს ბრინჯაოს მედლები ააღებინა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთმა ქართველმა მწვრთნელმა ვერ ივარგა სადმე, მაგათაც ფიზიკური მომზადება ხომ არ სჭირდებათ ფეხბურთელებივით.
dato
03 ნოემბერი 2017 17:30
4
ახალგაზრდა ანგელოზი მეუღლე გარდაეცვალა და თბილისში დაბრუნდა. რაც არ იცით ნუ ტლიკინებთ!!
dreamer
21 ნოემბერი 2017 00:26
0
იმ ბიუჯეტით რაც ინტერს ჰქონდა, მეტი რა უნდა ექნა? მესამე ადგილი აზერბაიჯანში, სადაც რამდენიმე გუნდს სოლიდური ბიუჯეტი აქვს, ნამდვილად არაა მწვრთნელისთვის ურიგო შედეგი. როგორც მახსოვს, ფინანსების გამო, ინტერის შემადგენლობაც მნიშვნელოვნად შეიცვალა, მაგრამ ჩემპიონატში პოზიციები არ დაუთმია.
vano
03 ნოემბერი 2017 17:37
0
აუ პიზდეც:)))
ვისერგი
03 ნოემბერი 2017 17:17
0
დღე არ გავა რო რამე არ გეწყინოს კაცს
Dato
03 ნოემბერი 2017 17:16
0

სიახლეები პოპულარული