თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი ფელის ვისენტეს უკავია

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ესპანელი სპეციალისტი ფელის ვისენტე გახდა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულებამდე გუნდს ზაურ სვანაძე წვრთნიდა.

Sportall.ge კლუბის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ეროვნული ლიგის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას გადაწყვეტილებით, ესპანელი სპეციალისტი გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ვისენტე გუნდს ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ თავიდან ვისენტე "დინამოში" ფიზმომზადების მწვრთნელად დაინიშნა, თუმცა ახლა ის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

ვისენტეს ასისტენტები კი ზაურ სვანაძე და ჩისკო მუნიოსი არიან.

ვისენტეს ფიზმომზადების პოზიციაზე სხვადასხვა დროს "ლეგანესში", "პარლაში",
"ლევანტეში", "ალმერიასა" და ჩინურ "დალიან იფანგში" უმუშავია, ხოლო მთავარ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია.

აქვე გეტყვით, რომ თბილისის "დინამომ" ეროვნული ლიგის სტარტზე პირველი მატჩი საჩხერის "ჩიხურას" 2:0 მოუგო, ხოლო მეორე შეხვედრაში ბოლნისის "სიონთან" 1:2 წააგო.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ხო, დაბლოკეთ კომენტარები. კი ბატონო, თქვენ რაც გაწყობთ დავწერ: რომან ფიფია ძალიან მაგარი კაცი ხარ. აბა, რასაც რეალურად ვფიქრობ შენზე აქ არ მაწერინებენ და რა ვქნა?
დინამოელი
10:09 10-03-2019
1
კაი რა რომანა ბიჯო ფიზმომზადების მწვრთნელი მთავარ მწვრთნელად ნახე ბიჯო სადმე ანდალუზიაში ყარაული იქნება ვიმნე და შენ მაგივრად ჩამოიყვანე გეხვეწები რა როგორ შეიძლება ესე ვაბშე გააბანძე გუნდი წადი რა ოხნე ბარე და მოსავალი მოიყვანე
ფანი
10:30 09-03-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული