კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა, რომელსაც სახელი გადაერქვა და ახლა "კეშლია" ეწოდება, განცხადება გაავრცელა, სადაც წერია:
"კლუბის ხელმძღვანელობა ზაურ სვანაძესა და მის ასისტენტ რამაზ სვანაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მათი სამუშაო და კოლექტივის ასპარეზობა განიხილებოდა.
შედეგად, ქართველ სპეციალისტებთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
"კეშლიამ" მადლობა გადაუხადა მწვრთნელებს გაწეული სამუშაოსთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა".
კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი კი რამიზ მამედოვი გახდა.
აღსანიშნავია,