ჯაბა ჯიღაურმა მაკედონიის ჩემპიონატზე გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მაკედონიის პრვა ლიგას მე-14 ტურში ჯაბა ჯიღაურის "ვარდარმა" სახლში აუტსაიდერი "სკოპიე" დაამარცხა 3:0.

ამ შეხვედრაში 86-ე წუთზე მესამე გოლი ქართველმა ლეგიონერმა ჯიღაურმა გაიტანა, რომელიც 79-ე წუთზე შეცვლაზე სომეხი მცველის ტიგრან ბარსეგიანის ნაცვლად შევიდა.

"ვარდარი" 23 ქულით მეორე ადგილზეა და პირველ პოზიციაზე მყოფ "შკენდიას" 11 ქულით ჩამორჩება. გასათვალისწინებელია, რომ ჯიღაურის გუნდს 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, "ვარდარი" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობს, სადაც ჯერ არც ერთი ქულა არა აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული