ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სტარტი აიღო აზიის ჩემპიონთა ლიგამ და პირველივე ტურში თავი უზბეკეთის ნამანგანის „ნოვბაჰორის“ თავდამსხმელმა თომა ტაბატაძემ გამოიჩინა.

საუდის არაბეთში "ნოვბაჰორი" "ალ ჰილალს" შეხვდა, რომლის რიგებში რუბენ ნევეშმა, ნეიმარმა, ალეკსანდარ მიტროვიჩმა და მალკომმა ითამაშეს. უზბეკური გუნდი 52-ე წუთზე ტაბატაძემ დააწინაურა. შემდეგ ნეიმარმა მეტოქეს ხელი ჰკრა, მერე წაქცეულს ბურთი განზრახ გაარტყა და ჩხუბი ატყდა. მსაჯმა ბრაზილიელი მხოლოდ ყვითელი ბარათით დასაჯა და მატჩს 14 წუთი დაამატა. სტუმრებს კომპენსირებულ დროში მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ჟასურ იახშიბოევმა შანსი ვერ გამოიყენა. 90+10-ე წუთზე კი
ანგარიში მცველმა ალი ალ ბუჰაილიმ გაათანაბრა და შეხვედრა 1:1 დასრულდა. ტაბატაძე 83-ე წუთზე შეცვალეს.

აღსანიშნავია, რომ "ალ ჰილალის" განაცხადში ბუნუ, კალიდუ კულიბალი და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ვერ მოხვდნენ.

უზბეკეთის "ნასაფმა" გასვლაზე 1:0 დაამარცხა იორდანიის "ალ ფაიზალი". სტუმართა გუნდში შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე ჯაბა ჯიღაური.

დღეს გიორგი გველესიანის "პერსეპოლისი" რონალდოს "ალ ნასრს" უმასპინძლებს და მთელი ირანის ყურადღება ამ დაპირისპირებისკენაა მიპყრობილი, სადაც პორტუგალიელს მეფური პატივით დახვდნენ. ვაკო ყაზაიშვილის სამხრეთ კორეის "ულსანი" ტაილანდის "პანტუმ იუნაიტედს" მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ტაბატაძე მახსოვს ცოტა ხნის წინ ბოლნისში თამაშობდა და კვარტალში ერთხელ იტანდა, მის მერე რაც აზიაში წავიდა გოლი-გოლზე გააქვს, აი რას ნიშნავს ზოგიერთებისთვის უკეთესი გუნდი და სტიმული.
Givi
17:27 19-09-2023
0
კარგია გოლი რომ გაიტანა , მიხარია მისი წარმატება და ვულოცავ , მაგრამ ეს ენის გადმოტლატვა რა უბედურებაა ?! - პატარა ბავშვობიდანვე გვასწავლიდნენ , რომ ენის გამოყოფა მიუღებელია და უზრდელობად ითვლება .
Tedo
11:53 19-09-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული