![](https://sportall.ge/pictures/image5/505c1ba6cb7bd9b48791e0e66bde11d2.jpg)
"2017 წლის სეზონი "სან ხოსემ" ოფიციალურად დაასრულა. მოდით, შევხედოთ, თუ როგორ მოქმედებდნენ ინდივიდუალისტები გუნდში და ეს კლუბზე როგორ აისახა.
"სან ხოსეს" სეზონის პირველ ნახევარში გუნდი კარგად დაკომპლექტებული არ ჰყავდა და ესაჭიროებოდა ინდივიდუალისტი, რომელსაც ზაფხულში დაიმატებდა.
22 ივნისს "სან ხოსემ" ვაკოსთან ძალიან კარგ კონტრაქტს მოაწერა ხელი. საქართველოს ნაკრების 24 წლის წევრის ჩამოსვლამ, რომელსაც შესანიშნავი "ჰაილაითები" და რეზიუმე ჰქონდა, კალიფორნიაში მღელვარება გამოიწვია. მას არ დასჭირდა დიდი დრო, რომ კვალი დაეტოვებინა კლუბის ისტორიაში, ვაკომ პირველსავე მატჩში "რედ ბულს" გოლი გაუტანა.
ვაკომ არასრული სეზონის განმავლობაში 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა (8 სასტარტო). მისი მონაგარი 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. მისი შემტევი შემოქმედება კლუბს დაეხმარა, 2012 წლის შემდეგ პლეი-ოფში მოხვედრილიყო. კალიფორნიელი გულშემატკივრისთვის დაუვიწყარია ის მომენტი, როდესაც მან "ვანკუვერთან" გაათანაბრა და კლუბს პლეი-ოფში გასვლის შანსი მისცა", - წერს ამერიკელი ჟურნალისტი.
სტატიას თან ახლდა მომენტი, რომელიც კლუბმა ამ სეზონში გამოარჩია.