ბრძანა "ალეკსანდრიასთან" უკრაინის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩის წინ "შახტარის" მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ ოპტიმალურ შემადგენლობას დავაყენებო და ქართველი ცენტრალური მცველის დავით ხოჭოლავას ნაცვლად, მწყობრში ჩამდგარი იაროსლავ რაკიცკი გაამწესა სასტარტოში.
ეს "ალეკსანდრია" ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერია და დონბასურ გუნდს მასთან 14 შეხვედრიდან 13 მოგებული ქონდა და 1 ფრედ დასრულებული. ჰოდა, მოახერხეს დონბასელებმა და 1:2 წააგეს.
აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი "მეშახტეებმა" ცენტრალური მცველების შეცდომების შედეგად გაუშვეს.
ნამატჩევს ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე ფონსეკამ
დაიჩივლა, რომ ვისაც უნდა ჩემპიონობა, ასე არ უნდა ითამაშოს, ასეთი გოლები არ უნდა გაუშვას და მცველები საშინლად გაისარჯენ.