skysportaustria: გიორგი ქვილითაიამ მარადონას "ღმერთის ხელის" გამეორება სცადა

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ჩემპიონატის მე-16 ტურში ვენის "რაპიდი" 1:3-ს აგებდა ლიდერ "ზალცბურგთან". მწვრთნელმა 67-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე ქართველი ფორვარდი გიორგი ქვილითაია, რომელმაც ჯერ ანგარიში შეამცირა, შემდეგ კი გაათანაბრა. მთავარმა არბიტრმა მარკუს ჰამეტერმა გოლი ჩათვალა, მაგრამ როდესაც სტუმართა გუნდის ფეხბურთელებმა პროტესტი გამოთქვეს, მეოთხე მსაჯს, დიტერ მაკენჰამერს ჰკითხა, სინამდვილეში რა მოხდა და მან განუმარტა, რომ გიორგიმ ხელით შეაგდო ბურთი მეკარე ალექსანდერ ვალკეს კარში.

skysportaustria-მ ამ ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება და მისმა რეპორტიორმა იორგ კუნემ კომენტარის გაკეთება ქართველ ლეგიონერს სთხოვა. ისიც არ დაზარდა და სიცილით ეს
უპასუხა:

"რა თქმა უნდა, მარადონამ უკეთესი გოლი გაიტანა. ბურთამდე შორი მანძილი იყო, მერე ვიდეოგამეორებაზე ვნახე, ძალიან შორს ყოფილა, თითქმის ორ მეტრში. თამაშის მოსაგებად ყველაფერი უნდა გააკეთო. ვერც რეფერიმ ვერ დაინახა, ვერც ლაინსმენებმა; მიკვირს, მეოთხე მსაჯმა როგორ დააფიქსირა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარადონას შეადარეთ აუცილებლად, ვაი თქვენს პატრონს. ებრალიძეზე და ჭანტურიშვილზე რატომ არ წერთ?არავის ნათესავი არაა, ან ახლობელი? ებრალიძეზე კაი სტატისტიკა რომელ ფეხბურთელსააქვს ერთი მითხარით, მისი გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის და დიდი შანსიცააქვს. ამაში კი ავთო მთავარი კაცია, 90 წუთს სთაბილურად თამაშობს, თან ნაკრებს ნახევარდაცვაში მაგრა უჭირს, რატომ არ იძახებენ? შანსსაც არ აძლევენ, არც ახსენებენ. თითქმის ყველას მიეცა შანსი მაგის გარდა, რას ერჩიან ამ ბიჭს ან ნაკრებს, ან გულშემატკივარს? ჭანტურიშვილი გასაგებია, ამ ბოლოს გამოიჩინა თავი, მაგრამ არაა გამოსაძახებელი? მისი გუნდი ჩემპიონი ხდება, დიდი ალბათობით ლიგაზე ჯგუფში მოხვდება და, აქაც ჭანტუ მთავარი კაცია, რატო არ იძახებთ? იმფორმაცია მაინც მოგვაწოდეთ, ქვილითაიას რომ აპიარებთ, რომელიც არაFრის გამკეთებელია ნაკრებში და რომელსაც ყველა ქართველი ნაკრების სავარაუდო კანდიდატი სჯობს. სამართლიანობას მიხედეთ ხალხო და გვექნება შედეგი
vaso
12:08 29-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული