სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე "ნაპოლი" და პსჟ შეთანხმებას ვერ ახერხებენ.
პსჟ-მა უარი თქვა გარიგებაში ნახევარმცველ კან-ინ ლის ჩართვაზე, ნიგერიელში გამოსასყიდის (120-130 მილიონი ევრო) გადახდას არ აპირებენ და ისეთი ვითარებაა, რომ მხარეები ვერ მორიგდებიან.
აგრეთვე აღნიშნულია, რომ პარიზელები თავიანთი თავდამსხმელებით - რანდალ კოლო მუანით და გაბრიელ რამუშით კმაყოფილები არიან.
მწვრთნელ ანტონიო კონტეს სასწრაფოდ უნდა რომელუ ლუკაკუ თავის გუნდში გადაიყვანოს, მაგრამ ვიდრე ოსიმენის საკითხი არ გადაწყდება, ამას ვერ შეძლებს. ერთი სიტყვით, არაა გამორიცხული, ვიქტორი ვერსადაც ვერ წავიდეს და
კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, მისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული წლიური გასამრჯელოს, 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწიოს.