პაულო ფონსეკამ დავით ხოჭოლავა ათამაშა და "შახტარი" უკრაინის თასის ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა მცველმა იაროსლავ რაკიცკიმ ტრავმა მოირჩინა, "შახტარის" მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ სამი მატჩი არ ათამაშა ქართველ ლეგიონერი დავით ხოჭოლავა. დღეს დონეცკელებმა ურაინის თასის 1/4 ფინალში ხარკოვში "ვერესი" დაამარცხეს 4:0 და ნახევარფინალში გავიდნენ.

ფონსეკამ ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელად და ივან ორდეცის ნაცვლად სასტარტოში ხოჭოლავა დააყენა, რომელმაც შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

შაბათს დონბასური გუნდი ამავე "ვერესს" უკვე ჩემპიონატზე მასპინძლობს, ხოლო 6 დეკემბერს უკვე ჩემპიოთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტის" და საინტერესოა ფონსეკა მისცემს თუ არა თავის გამოჩენის შანსს დავითს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული