ანდრო გიორგაძე და სანდრო კობახიძე უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატზე "ალეკსანდრიასთან" მოგებულ მატჩში (3:1) თავი გამოიჩინეს პოლტავას "ვორსკლას" ქართველმა ლეგიონერებმა, მცველმა ანდრო გიორგაძემ (სიმაღლე 197 სმ) და ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ.

ua-football-მა ორივე მე-18 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა, ხოლო football.ua-მ კობახიძე და მათი თამაში ასე შეაფასეს:

ანდრო გიორგაძე - 21 წლის მცველს პოლტავურ გუნდში წარმატებული დებიუტი ქონდა. მან ხომ ისეთი გამოცდილი ფეხბურთლი შეცვალა, როგორიც ჩიჟოვია. სამუშაო საკმარისზე მეტი ქონდა, თანაც ასეთ არანორმალურად რთულ მოედანზე, არასაფეხბურთო ამინდში პრინციპულ მატჩში არ დაიბნა. იყო ეპიზოდი, როდესაც ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა ხელით არ
უთამაშია".

სანდრო კობახიძე -
მართლაც ტურის საუკეთესო გოლი გაიტანა, რომელმაც თვითდაჯერებულობა უნდა დაუბრუნოს და ძველ-ახალ გუნდში ადაპტირებაში დაეხმაროს. წინა შეხვედრებში აქტიურობით გამოირჩეოდა, მაგრამ უკან დაბრუნების შემდეგ ზედმეტად ნერვიულობდა. ახლა დაამტკიცა თავისი მაღალი დონე, პროფესიონალიზმი და "ვორსკლას" მე-3 ადგილი შენარჩუნებაში უნდა დაეხმაროს (football.ua).

კარგა ხანია  შემტევ ქართველ ნახევარმცველს ასე კარგად არ უთამაშია. გარდა იმისა, რომ მშობლიური მარჯვენა ფლანგიდან რეგულარულად ახორციელებდა რეიდებს, ფანტატიკური სილამაზის გოლი გაიტანა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. რიგ ეპიზოდებში თამაშს საკუთარ თავზე იღებდა და პარტნიორებს გადაცემებსაც არ უგვიანებდა (ua-football).
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბოდიში ანდრო, რომ გიორგაძე გიორგით მოგიხსენიე შეცდომით.
gizog
10:15 05-12-2017
0
ქართველების აქილევსის ქუსლი სწორი ფსიქოლოგიური მდგრადობა!
კახა
00:24 05-12-2017
0

სიახლეები პოპულარული