"ბასკონიას" მილანში თორნიკე შენგელიას 19-მა ქულამაც ვერ უშველა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-13 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" მილანში "ოლიმპიას" მხოლოდ პირველი მეოთხედი ეთამაშა ტოლ-სწორად, შემდეგ კი მასპინძლებმა იძალეს და მიუხედავად იმისა, რომ დასკვნით პერიოდში სტუმრები ინიციატივას დაეუფლენ, თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხეს და 85:92 დამარცხდნენ.

თორნიკემ კვლავ დიდებულად ითამაშა, თავის გუნდს 28:38 წუთში 19 ქულით შეეწია (10-დან 8 ორქულიანი, 6-დან 3 საჯარიმო), მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახლდათ და აშკარად უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს. მან აგრეთვე, 4-ჯერ მოხსნა და ერთხელ ჩაჭრა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 1 დაფარება მიითვალა და 2 პერსონალური მიიღო.

"ბასკონია" სატურნირო ცხრილში 6 მოგებით მე-9 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
29 კი არა 19 ქულა უნდა დამეწერა. შემეშალა! ((
aburjga
21 დეკემბერი 2017 22:21
0
თორნიკეს მეტი შეუძლია, გაჩილებით მეტი! ის ჩვენი ლარი ბერდია! მაგრამ ეს შედეგიანობა 29 ქულის მიდამოებში ძალიან დაბალია! ნამდვილი ლიდერის შედეგიანობა 30-35 ქულა უნდა იყოს!!! ჯარიმების ნახევარი არ უნდა გააუჭოს! 3 ულიანების ტყორცნის % 40 მდე მაინც უნდა ავიდეს!
aburjga
21 დეკემბერი 2017 06:25
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული