ჯაბა კანკავა კუსტანაის "ტობოლში" ჩაირიცხა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ყაზახეთის კუსტანაის "ტობოლში" ჩაირიცხა.

ჯაბამ 6 თვის წინ დატოვა საფრანგეთის "რეიმსი", რომლის შემადგენლობაში გასულ სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და ყაზახურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

ტობოლმა" 2017 წლის სეზონში ყაზახეთის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა, 8 432-იან სტადიონზე თამაშობს და ამ გუნდში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი ასპარეზობს.

კანკავა ადრე თბილისის "დინამოს", ვლადიკავკაზის "ალანიას", კიევის "არსენალის", "დნიპროს" და კრივოი როგის "კრივბასის" ღირსებას იცავდა, საქართველოს ნაკრებში კი 54 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ძალიან მწყდება გული რომ ყაზახეთში თამაშობს და თან მათთვის საშუალო გუნდში , იმედი მქონდა რომ ავსტრიის დონის ჩემპიონატში მაინც წავიდოდა ან შვეიცარია ან ჰოლანდია ან რაიმე მსგავსში, მართალია ასაკში შევიდა მაგრამ მაინც ...
ვახტანგი
10:49 26-12-2017
1
მახსოვს კუსტანაიში დამნაშავეებს "აციმბირებდნენ" - დღემდე არ ვიცოდი,მანდ ფეხბურთს თუ თამაშობენ !...
1

სიახლეები პოპულარული