ჯაბა ჯიღაური "გაბალა" თუ "ზირა"?

AutoSharing Option
ჯაბა ჯიღაურმა ცოტა ხნის წინ დატოვა მაკედონიური "ვარდარი" და ახალი კლუბის ძიებაშია.

როგორც ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები იუწყებიან, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველთან მოლაპარაკებებს ერთდროულად ორი აზერბაიჯანული კლუბი აწარმოებს. ესენი არიან ამ დროისთვის აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მე-2 ადგილოსანი "გაბალა" და მე-3 ადგილოსანი "ზირა".

ჯაბა ჯიღაურისთვის "გაბალა" უცხო გუნდი არ არის, მას ევროპა ლიგის შესარჩევში "დინამოს" მეტოქისთვის გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია ისიც, რომ "გაბალა" თბილისში გაივლის შეკრებას, აქ კი ამხანაგურ შეხვედრაში "დინამოს" და "საბურთალოს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჭორი გავრცელდა ამ პროცესში აზერ-ჯანის პრეზიდენტი ილხამა ალიევი ჩაერიაო,
გურჯია
08 იანვარი 2018 16:30
0
ადმინ, მეუბნებისთ გააკეთე კომენტარიო. რა კომენტარი უნდა გავაკეთო თუ ძმა ხარ. ჩემი კომენტარია-კომენტარის გარეშე. ზირა არა ზაირა!!!
სოკო
08 იანვარი 2018 16:28
1
ზირაში ჯობია. მეტი პერსპექტივაა. ვაი ჩვენს პატრონს. და ამ ფეხბურთელებს ნაკრებში იძახებენ. ვინმე დამარწმუნებს, რომ ჯიღაურის გამოძახება ჩაწყობილი არ იყო? იგივე აბურჯანია, იგივე სხვები.
მე იმას კი არ ვამბობ აქ დარჩენილები ჯობიან. არა!!!! უბრალოდ, უნდა დაუძახო, იმიტომ რომ დონემ აქ აიწიოს. იმიტომ რომ იქ წასულს ნაკრების იმედი კი არ ქონდეს, ახალი კონტრაქტის გაფორმებისას გამომადგებაო, არამედ თავის თავის იმედი. იმიტომ რომ აქ დარჩენილმა თავი უპატრონოდ არ იგრძნოს და იმედი ქონდეს. თორე მესმის რომ მაგალითად მჭედლიძე რაც არ უნდა უთამაშებელი იყოს, აქაური ჯერ ჯერობით ვერ აჯობებს.
მოკლედ ხომ მიხვდით, რაც მაწუხებს. ჯიღაურს წარმატებას ვუსურვებ.
haha
08 იანვარი 2018 12:57
0
ნაგავი ნაგავში მიდის.
status quo
08 იანვარი 2018 09:48
4
არადა აგენტი ამბობდა სერბეთის,ხორვატიის და მეორე ბუნდესლიგის კარგი ვარიანტებიაო.ბოლოს მაინც ტრადიციულად ფულმა და კარიერის დაღმასვლამ იმძლავრა.თუ ერთ წელიწადში ისევ ევროპაში არ წავა,ესეც ყაზახეთს მიადგება და მას მერე მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში თუ დაბრუნდება.აზერბაიჯანში თამაშს მერეც მოასწრებს.იმედია სწორ ნაბიჯებს გადადგამს და ამით ეროვნულ ნაკრებსაც ჯეროვნად დაეხმარება და თავის კარიერასაც.აზერბაიჯანული და ყაზახური ფეხბურთი კი ამას გამორიცხავს რაც არ უნდა ფული ჰქონდეთ.იქედან თუნდაც საშუალო ევროპულ კლუბში გადასული ქართველი მე არ მახსენდება.ნაკრების ფეხბურთელები იყვნენ ქინქლაძეც,შოთაც,ქეცბაიაც,კალაძეც,კობიაშვილიც და ესენიც იმავე ნაკრების მოთამაშეები არიან.მაგრამ ისინი იტვიან მაინც აიაქსში,რეინჯერსში,სიტიში,მილანში,შალკეში და ნიუკასლში გვითამაშია და კვალიც დაგვიტივებიაო.ესენი კი რას იტყვიან გაბალა,ზირა,ორდაბასი,ოგჟეტპესი და ატირაუ იყო ჩვენი პიკიო?
alex
08 იანვარი 2018 07:59
0
რთული დილემის წინაშე ყოფილა ჩვენი ჯაბა))))
dfhhdhgdtg
07 იანვარი 2018 21:07
0
ასაგებია რომ კარგად უხდიან, მარა იქვე რომ მიმოიხედოს, ირგვლივ იმდენი კაი ჩემპიონატია, სადაც უპრობლემოდ მოხვდება სასტავში. ევროპა მაინც ჯობია და იქედან აქეთ წამოხვიდე ახალგაზრდა კაცი იდიოტი უნდა იყო.არაა ჩვენი საშველი, ეგ არც ნაკრებში არ უნდა ათამაშო,თავისუფალ აგენტს რომ უკეთესი შეთავაზება არ ექნება, იმას რა უნდა ნაკრებში, ჯერ რა ფული აქვთ ამნაირი, რო კარიერა გვერზე გადადო, კვეკვე გამოუშვიათ ზნაჩეტ და მაგი ერთი თავით სჯობდა ჯაბას. მაგარი დურდომია
vaso
07 იანვარი 2018 16:15
1

სიახლეები პოპულარული